საქართველოდან სუდანში თითქმის ნახევარი მილიონი დოლარის ციანიდი გავიდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით საქართველო-სუდანს შორის სავაჭრო ურთიერთობის კუთხით 2023 წლის 1-ელ ორ თვეში იმპორტი არ მომხდარა, ექსპორტმა კი 477 ათასი დოლარი შეადგინა. საანგარიშო პერიოდში საქართველოდან სუდანში მხოლოდ ციანიდების, ოქსიდციანიდების, კომპლექსური ციანიდების ექსპორტი განხორციელდა.
2022 წელს სუდანიდან იმპორტმა 6.50 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 4,5 ათასი დოლარის საფრენი აპარატების ნაწილები, ხოლო 2 ათასი აშშ დოლარის აკუმულატორები ელექტრული, (სეპარატორების ჩათვლით მათთვის, სწორკუთხა ან სხვა ფორმის) შემოვიდა ქვეყანაში. საქართველოდან სუდანში ექსპორტმა კი წინა წელს 359.21 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.
2022 წელს საქართველოდან სუდანში ექსპორტირებული საქონლის ჩამონათვალი:
- ციანიდები, ოქსიდციანიდები, კომპლექსური ციანიდები – 310 ათასი აშშ დოლარი;
- მექანიკური მოწყობილობები სითხეებისა ან ფხვნილების გაშხეფვის ან გაფრქვევისათვის – 33.20 ათასი აშშ დოლარი;
- ავტომანქანების ნაწილები, ექსპლუტაციაში ნამყოფი – 5.86 ათასი აშშ დოლარი;
- ვულკანიზებული რეზინის ნაწარმი, გარდა მყარი რეზინისა, დანარჩენი აპარატურა სასუნთქი სხვა და აირის ნიღბები – 3.70 ათასი აშშ დოლარი;
- პლასტმასის დანარჩენი ნაწარმი – 1 000 აშშ დოლარი;
- მიკროფონები ხმამაღლამოლაპარაკეები და სხვა – 1 000 აშშ დოლარი;
- ნატურალური ტყავისა ან კომპოზიციური ტყავის ნაწარმი, დანარჩენი – 650 აშშ დოლარი;
- ცენტრიფუგები; აგრეგატები სითხის ან აირის საფილტრავი ან გასაწმენდი – 600 აშშ დოლარი;
- ხალიჩები და იატაკის სხვა საფეიქრო საფარები, გაწყობილი ან გაუწყობელი – 400 აშშ დოლარი.