2023 წლის მაისში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქართველოდან უცხოეთში ფულადი გზავნილების მოცულობა 7.9%-ით გაიზარდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, გასულ თვეში ქვეყნიდან საზღვარგარეთ 30.9 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, 2022 წლის მაისში 28.7 მლნ აშშ დოლარი.
ქვეყნების ჩამონათვალი, სადაც 2023 წლის მაისში საქართველოდან ყველაზე მეტი თანხა გადაირიცხა.
ტოპ-10 ქვეყანა:
- თურქეთი – 6,693 მლნ აშშ დოლარი
- რუსეთის ფედერაცია – 3,583 მლნ აშშ დოლარი
- აზერბაიჯანი – 3,177 მლნ აშშ დოლარი
- უკრაინა – 3,045 მლნ აშშ დოლარი
- საბერძნეთი – 1,668 მლნ აშშ დოლარი
- აშშ – 1,473 მლნ აშშ დოლარი
- პოლონეთი – 1,179 მლნ აშშ დოლარი
- ყაზახეთი – 1,150 მლნ აშშ დოლარი
- იტალია – 956.1 ათასი აშშ დოლარი
- გერმანია – 925.7 ათასი აშშ დოლარი
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2023 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 384.885 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც დაახლოებით 23.9%-ით (120.8 მლნ აშშ დოლარით) ნაკლებია 2022 წლის მაისის მაჩვენებელზე (505.708 მლნ დოლარი).