“საქართველოს ბანკი” ახალი, ტექნოლოგიური შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. “Galt & Taggart”-თან და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა “DriveWealth”-თან პარტნიორობით, ბანკმა რამდენიმე თვის წინ მომხმარებელს ინვესტირების სრულიად ახალი გამოცდილება შესთავაზა. პირველად საქართველოში, საქართველოს ბანკმა პირდაპირ მობილბანკიდან გახადა შესაძლებელი აშშ-ს საფონდო ბირჟებზე ინვესტირება და ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობა. “საქართველოს ბანკის” საინვესტიციო პლატფორმას დღეს უკვე 10,000-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს.
„ინვესტიციები“ შესაძლებელს ხდის, სულ რამდნეიმე წუთში, ონლაინ გახსნათ საინვესტიციო ანგარიში და საქართველოში ყველაზე დაბალი საკომისიოებით, $1-დან დაიწყოთ წამყვანი საერთაშორისო კომპანიების აქციებში ინვესტირება.
ამჟამად, 10 ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადი აქცია, რომელშიც მომხმარებლები ინვესტირებას მობილბანკიდან ახორციელებენ, ასე გამოიყურება: Tesla, Apple, Facebook , S&P 500, Coca-Cola, Microsoft, Netflix, Google, Amazon, Boqii Holding Ltd
„ინვესტიციების ფარგლებში, საქართველოს 10,000-მდე ახალი ინვესტორი შეემატა, რომლებიც ისეთი ცნობილი კომპანიების აქციონერები არიან, როგორიცაა: Apple, Microsoft, Google, Tesla და ა.შ. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, საინვესტიციო პლატფორმის საშუალებით, ინვესტირება იმაზე ხელმისაწვდომი და მარტივი გავხადოთ, ვიდრე ეს ოდესმე ყოფილა საქართველოში. პროდუქტის დანერგვიდან დღემდე, „ინვესტიციები“ მუდმივად ვითარდება – პლატფორმას ემატება ახალი ფუნქციონალები, იხვეწება დიზაინი, იმისთვის, რომ კიდევ უფრო მარტივი და ინტუიტური იყოს მისი გამოყენება. ჩვენ აქ არ ვჩერდებით და აქტიურად ვაგრძელებთ ამ მიმართულებით სიახლეების დანერგვას. სამომავლოდ, ვგეგმავთ მომხმარებელს მობილბანკიდან კრიპტოვალუტებით ვაჭრობაც შევთავაზოთ“, – აცხადებს “საქართველოს ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილე ზურაბ ქოქოსაძე.