2021 წელს საქართველომ 1 მილიარდ 242 მილიონი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია მიიღო. 2022 წლის საბოლოო შედეგები ცნობილი არ არის, თუმცა 2022 წლის პირველ სამ კვარტალში ქვეყანამ 1 მილიარდ 675 მილიონი დოლარის FDI-ს მიღება შეძლო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მკვეთრად გაზრდილი მაჩვენებელია. თანხის ყველაზე დიდი მოცულობა, თითქმის 1 მილიარდი დოლარი რეინვესტიციაზე მოდის, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში ახალი კაპიტალის შემოდინება გაიცლებით უფრო დაბალია, ვიდრე მოგების უკან ჩაბრუნების მაჩვენებელი.
FDI-ს უდიდესი წილი ესპანეთზე, დიდი ბრიტანეთზე, ირლანდიასა და ამერიკაზე მოდის. რაც შეეხება უშუალოდ ესპანეთს, ეს, რა თქმა უნდა, კომპანია Aqualia-სთანაა დაკავშირებული, რომელმაც 180 მილიონ დოლარად GWP შეიძინა.
ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტ FDI-ს იღებენ:
- აშშ – $367 მლრდ
- ჩინეთი – $181 მლრდ
- ჰონგ-კონგი – $141 მლრდ
- სინგაპური – $100 მლრდ
- კანადა – $60 მლრდ
- ბრაზილია – $50 მლრდ
- ინდოეთი – $45 მლრდ
- სამხ. აფრიკა – $41 მლრდ
- რუსეთი – $38 მლრდ
- მექსიკა – $32 მლრდ
ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტ FDI-ს გასცემენ:
- აშშ – $403 მლრდ
- გერმანია – $152 მლრდ
- იაპონია – $147 მლრდ
- ჩინეთი – $145 მლრდ
- ბრიტანეთი – $108 მლრდ
- კანადა – $90 მლრდ
- ჰონგ-კონგი – $87 მლრდ
- რუსეთი – $64 მლრდ
- ირლანდია – $62 მლრდ