2024 წლის მაისში საქართველოს დენის ექსპორტი 16.5%-ით გაეზარდა.
2023 წლის მაისი ექსპორტზე გავიტანეთ 18.02 მლნ დოლარის 248 გვტ.სთ. ელექტროენერგია, მიმდინარე წელს ეს მაჩვენებელი 15.05 მლნ დოლარზე იყო (319 გვტ.სთ).
საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის მაისში ყველაზე დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის ექსპორტი საქართველომ თურქეთში განახორციელა.
Tbccapital-ის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის თანახმად, „თურქეთი რჩება ძირითად საექსპორტო მიმართულებად, თუმცა თურქულ ბაზარზე ელექტროენერგიაზე შემცირებული ფასების ფონზე დენის გაყიდვიდან მიღებული შემოსავლები მცირეა“.
საანგარიშო პერიოდში ჯამში სულ 3 ქვეყანაში განხორციელდა დენის ექსპორტი:
- თურქეთი – 12.95 მლნ დოლარის
- სომხეთი – 1.6 მლნ დოლარის
- აზერბაიჯანი – 503 ათასი დოლარის