საქართველოს ბანკი აგრობიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით ჩხოროწყუს რაიონში, სოფელ ზუმში, 10 ჰა. ფართობზე მოცვის ბაღები გაშენდა. ბანკის მიერ გაცემული 175 000 ლარის მოცულობის ინვესტიცია საჭირო ტექნიკისა და ინვენტარის შეძენას, სამაცივრე მეურნეობის მოწყობასა და მოცვის ბაღების გაშენებას მოხმარდა. პროდუქცია ევროპულ ბაზარზე რეალიზდება.
პროექტის ფარგლებში, სეზონურად 25-30 ადამიანია დასაქმებული, ხოლო რეალიზაციის მოცულობა 210 000 ლარს უტოლდება.
აგროსექტორის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი აქტიურ მხარდამჭერ კამპანიებს განაგრძობს. მანამდე, ამავე პროექტის ფარგლებში, 14 ჰა. ფართობზე მოცვის ბაღები გურიის რეგიონში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გაშენდა.