„საქართველოს ბანკი“ რეგიონებში ბიზნესის ხელშეწყობას განაგრძობს. ამჯერად, „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ახალქალაქში ყველის საწარმო ფართოვდება.
პროექტის ფარგლებში ბანკის მიერ გაცემული ინვესტიციის მოცულობა 180 000 ლარს უტოლდება. ფინანსური რესურსი დანადგარების შეძენასა და ყველის აუზების განახლებას მოხმარდა. კომპანია წელიწადში 40 ტონამდე მოცულობის ქარხნულ ყველსა და სულგუნს, ასევე 4 ტონამდე კარაქს აწარმოებს. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხორციელდება.
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით შევძელით გაგვეფართოვებინა ყველის საწარმო და კიდევ უფრო მეტად გვეფიქრა სამომავლო განვითარებაზე. სასიამოვნოა, როცა ბანკი ცდილობს მცირე მეწარმეს მის საჭიროებაზე მორგებული პირობები შესთავაზოს და ხელი შეუწყოს ბიზნესის გაფართოებას. ეს გვაძლევს კიდევ უფრო მეტ სტიმულს, არ გავჩერდეთ და გავაძლიეროთ ბიზნესი, ჩვენი რეგიონი და ადგილობრივი მოსახლეობა, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თავადაც გვაქვს ფერმა, დამატებით ჩვენ რძეს სწორედ ადგილობრივი მოსახლეობისგან შევიძენთ, რაც მათთვის შემოსავლის წყაროა“,- აცხადებს მცირე მეწარმე რაფაელ კაროიანი.
„საქართველოს ბანკი“ აქტიურად აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესპროექტების მხარდაჭერას. მოხარული ვართ, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, კიდევ ერთ ქართულ ბიზნესს დავუჭიროთ მხარი. გვჯერა, რომ მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის გაზრდას და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. ჩვენი მიზანია, ქვეყნის მასშტაბით კიდევ მეტ ბიზნესს და ადგილობრივ წამოწყებას შევუწყოთ ხელი საქმიანობის განვითარებაში“, – განაცხადა „საქართველოს ბანკის“ მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა გიორგი ბოჩიკაშვილმა.