სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს 2 თვეში საქართველომ 360.5 ტონა პროდუქტი შეიძინა, რაც თითქმის, 2 ჯერ ჩამორჩება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. 2022 წელს იანვარ-თებერვალში იმპორტირებული მწვანილის მოცულობამ 671.05 ტონა შეადგინა.
წელს 2 თვეში, საქართველომ 360.5 ტონა მწვანილში 264.3 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა, შესაბამისად, 1 კგ პროდუქტი, საშუალოდ 73 ცენტი დაჯდა. ეს მაშინ, როდესაც გასულ წელს 671.05 ტონა პროდუქტში 141.5 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა, ანუ 1 კგ-ში დაახლოებით, 21 ცენტი. შესაბამისად, წელს ფასი 248%-ით არის გაზრდილი.
სტატისტიკის მიხედვით, იმპორტიორ ქვეყნებს შორის ლიდერია ირანი, რომელზეც მთლიანი იმპორტირებული პროდუქტის 92% მოდის.
2024 წელს მწვანილის იმპორტიორი ქვეყნებია:
- ირანი – 330.4 ტონა (220.4 ათასი აშშ დოლარი)
- უზბეკეთი – 15.6 ტონა (17.1 ათასი აშშ დოლარი)
- სომხეთი – 10.7 ტონა (7.5 ათასი აშშ დოლარი)
- ნიდერლანდები – 2.1 ტონა (7.8 ათასი აშშ დოლარი)
- ისრაელი – 100 კგ ( 7,04 ათასი აშშ დოლარი)