დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოს მასშტაბით, 1 680 400 ავტომობილია რეგისტრირებული, აქედან 82.3% ათ წელზე მეტი ასაკისაა

0
გაზიარება

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის ბოლოს საქართველოს მასშტაბით, 1 680 400 ავტომობილია რეგისტრირებული.

ოფიციალური მონაცემებით, 2017 წლიდან მოყოლებული ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება საქართველოში. შედარებისთვის, 2017 წლის ბოლოს ქვეყანაში რეგისტრირებული იყო 1 228 100 ავტომობილი. რაც შეეხება წლიურ ჭრილს, 2022 წელს 1 563 200 ავტომობილი იყო რეგისტრირებული, რაც ნიშნავს რომ წლიური ზრდა – 117 200 ერთეულია. რაც შეეხება წლოვანებას, გასული წლის ბოლოს ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული ავტომობილების ძირითადი 82.3% არის 10 წელზე მეტი ასაკის. საქსტატის ცნობით, საუბარია 1 383 000 ერთეულ ავტომობილზე. 7 300 ერთეული ავტომობილის ასაკი უცნობია; 210 700 ერთეული არის 5-10 წლის; 46 500 ავტომობილი 2-5 წლის; 33 ათასი ავტომობილი არის 2 წელზე ნაკლების

„საქსტატის“ მონაცემებით, გასულ, 2023 წელს რეგისტრირებული ავტომობილებიდან ძირითადი – 85.6% ანუ 1 438 600 ერთეული იყო მსუბუქი ავტომობილი; 118 ათასი – სატვირთო; 54 100 ავტობუსები და მიკროავტობუსები; 69 600 – სპეციალური დანიშნულების; ხოლო 100 ერთეულის კატეგორია უცნობია.

 

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!