დღის სიახლეებისიახლეები

„საქართველოს მასშტაბით 246 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა” – ღვინის ეროვნული სააგენტო

0
გაზიარება

ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით 2022 წლის რთველი წარმატებით სრულდება. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყურძნის მოსავალი ფაქტობრივად, დაბინავებულია. ამ ეტაპისთვის ქვეყნის მასშტაბით 246 ათასამდე ტონა ყურძენი გადამუშავდა.

სააგენტოს ცნობით, რთველი დასრულებულია რაჭის რეგიონშიც, სადაც 1570 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის მოსავალია გადამუშავებული. რაჭაში მოსავლის თითქმის 100% – 1 500 ტონამდე კერძო სექტორმა ჩაიბარა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2022 წლის რთველის დროს ყურძნის ძირითადი ნაწილი კერძო სექტორმა ჩაიბარა.

„სახელმწიფოს დაპირება, რომ რთველი ჩაივლიდა ორგანიზებულად და ყველა მევენახე შეძლებდა მოსავლის შეუფერხებლად დაბინავებას, შესრულებულია. შესაბამისად, არცერთ მევენახეს მოსავალი ჩაუბარებელი არ დარჩება.

რაც შეეხება ცაგერის მუნიციპალიტეტში, გარკვეული ჯგუფების უკმაყოფილებისა ყურძნის ფასთან დაკავშირებით, ამის მიუხედავად, ღვინის კომპანიები შეუფერხებლად განაგრძობენ ყურძნის მიღებას. (კერძო კომპანიები მზად არიან 1კგ ცოლიკაურის ჯიშის ყურძენში გადაიხადონ 3.50 ლარი ხარისხის მიხედვით, რაც ცაგერის მუნიციპალიტეტის იმ სოფლებში, სადაც აპროტესტებენ ყურძნის ფასს, არის ყველაზე მაღალი შეთავაზება. გასულ წელს ფასი 3 ლარს არ აღემატებოდა).

ყურძნის ფასს არეგულირებს ბაზარი, სახელმწიფო ფასების რეგულაციაში არ ერევა. აღნიშნული საკითხი მევენახე ფერმერებსა და კერძო სექტორის შეთანხმების საგანია.

იმ შემთხვევაში, თუ კერძო სექტორის მხრიდან არ იქნება მოთხოვნა აღნიშნული ყურძნის შესყიდვაზე, სახელმწიფო კომპანია „მოსავლის მართვის კომპანია“ მზად არის შეიძინოს მევენახეებისგან ყურძენი, რომ მოხდეს მოსავლის სრულად დაბინავება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!