დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 22.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა

0
გაზიარება

2022 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა 22.2 მლრდ აშშ დოლარი (62.9 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ-ს 97.5 პროცენტია-ეროვნული ბანკი

2022 წლის მესამე კვარტალში საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 127.1 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილების გამო ვალი 373.5 მლნ აშშ დოლარით და სხვა ცვლილებების გამო ვალი 5.0 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა; ხოლო საკურსო და ფასის ცვლილებების გამო ვალი შესაბამისად – 485.5 მლნ აშშ დოლარით და 20.2 მლნ აშშ დოლარით შემცირდა.

„სახელმწიფო საგარეო ვალმა 9.7 მლრდ აშშ დოლარი (27.6 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც მშპ-ს 42.8 პროცენტია. აქედან სამთავრობო სექტორის ვალია 7.3 მლრდ აშშ დოლარი (20.6 მლრდ ლარი; მშპ-ს 31.9 პროცენტი), ეროვნული ბანკის ვალდებულებები – 868.1 მლნ აშშ დოლარი (2.5 მლრდ ლარი; მშპ-ს 3.8 პროცენტი), ხოლო სახელმწიფო საწარმოების ობლიგაციები და სესხები, შესაბამისად, 399.6 მლნ აშშ დოლარი (1.1 მლრდ ლარი; მშპ-ს 1.8 პროცენტი) და 1.2 მლრდ აშშ დოლარი (3.4 მლრდ ლარი; მშპ-ს 5.3 პროცენტი).

საბანკო სექტორის საგარეო ვალმა 5.9 მლრდ აშშ დოლარი (16.9 მლრდ ლარი; მშპ-ს 26.2 პროცენტი) შეადგინა, სხვა სექტორების საგარეო ვალმა – 4.7 მლრდ აშშ დოლარი (13.2 მლრდ ლარი; მშპ-ს 20.5 პროცენტი) და კომპანიათაშორისო ვალმა – 3.4 მლრდ აშშ დოლარი (9.8 მლრდ ლარი; მშპ-ს 15.1 პროცენტი). მთლიანი საგარეო ვალის 89.5 პროცენტი დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

საქართველოს წმინდა საგარეო ვალმა, 2022 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, 11.7 მლრდ აშშ დოლარი (33.1 მლრდ ლარი) შეადგინა, რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ–ს 51.4 პროცენტია. აქედან, სახელმწიფო სექტორის წმინდა საგარეო ვალი 5.4 მლრდ აშშ დოლარია (15.3 მლრდ ლარი), რაც მშპ-ს 23.7 პროცენტია.

2022 წლის მესამე კვარტალში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 30.9 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. აქედან, ოპერაციული ცვლილებების გამო ვალი 1.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა, ხოლო საკურსო ცვლილების გამო ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულებები 32.4 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. 2022 წლის მესამე კვარტლის ბოლოს ეროვნული ბანკის მთლიანმა საგარეო ვალდებულებებმა 868.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, 443.6 მლნ აშშ დოლარი განაწილებული ნასესხობის სპეციალური უფლებაა (ნსუ)1, რომელსაც არ აქვს დაფარვის ვადა და პრაქტიკულად, მისი გადახდის ვალდებულება არ დადგება, სანამ საქართველო არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის წევრი,“ – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!