2022 წელს საქართველოს ტერიტორიიდან დაფიქსირდა საქართველოს რეზიდენტი მოგზაურების 2.2 მილიონი გასვლა საზღვარგარეთ, რაც 3.7-ჯერ მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე-სტატისტიკის ეროვნული სამსახური
ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თურქეთსა და რუსეთის ფედერაციაში, შესაბამისად, 941.4 ათასი და 247.4 ათასი ვიზიტი.
2022 წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა:
- თურქეთი – 54.1%;
- რუსეთის ფედერაცია – 14.2%;
- ევროკავშირის წევრი ქვეყნები – 10.9%;
- სომხეთი – 7%;
- აზერბაიჯანი – 1.2%;
- სხვა ქვეყნები – 12.6%.