ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC-საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები თავს დაუცველად ძირითადად ეკონომიკური მიზეზების გამო გრძნობენ – აღნიშნულია NDI-ისა და CRRC-საქართველოს მიერ ჩატარებულ კვლევებში
გამოკითხულთა 39% თავს დაუცველად სიღარიბის გამო გრძნობს, 35% ინფლაციისა და მაღალი ფასების გამო, 34% – უმუშევრობის, შემდეგ მოდის კრიმინალი, ომი და ჯანდაცვის პრობლემები.
ანგარიში 3 დეკემბრიდან – 20 დეკემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირ გამოკითხვის შედეგებს ემყარება, რომელიც 2,519 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს.
საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 1,6 პროცენტია. NDI-ის კვლევა დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება. კვლევა ჩატარებულია CRRC საქართველოს მიერ.