დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვამ 1.8 მლრდ დოლარი შეადგინა

0
გაზიარება

საქართველოს $19 მლრდ-იან სავაჭრო ბრუნვაში უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს შორის მესამე ადგილს 9.8-%-იანი წილით ჩინეთი იკავებს. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული 2022 წლის საგარეო ვაჭრობის მონაცემებით საქართველო-ჩინეთის სავაჭრო ბრუნვამ 1 მილიარდ 862 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ექსპორტ-იმპორტის ჯამურ მაჩვენებელს 25.8%-ით აღემატება.

საქართველო-ჩინეთს შორის სავაჭრო ბრუნვაში იმპორტს 60.5% უკავია. გასულ წელს იმპორტის კუთხით უმსხვილეს პარტნიორებს შორის 8.4%-იანი წილით მესამე ადგილზეა. ჩინეთში სხვადასხვა დასახელების საქონლის შესაძენად ამ პერიოდის განმავლობაში 1 მილიარდ 126 მილიონი დოლარი გავიდა, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 30.2%-ით აღემატება.

იმპორტირებული საქონელი:

  1. რეზინის ახალი პნევმატური სალტეები და საბურავები – 47.7 მლნ დოლარი, 15 058 ტონა;
  2. გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 42.2 მლნ დოლარი, 373 ტონა;
  3. ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით – 36.6 მლნ დოლარი, 30 143 ტონა;
  4. მარტივი პოლიაცეტალები, პოლიეთერები და ეპოქსიდის ფისები – 34.7 მლნ დოლარი, 23 907 ტონა;
  5. ნათურები და გამანათებელი მოწყობილობები – 24.7 მლნ დოლარი, 2 911 ტონა;
  6. მოწყობილობები ჰაერის კონდიცირებისათვის – 23.1 მლნ დოლარი, 2 953 ტონა;
  7. აპარატურა მიმღები სატელევიზიო კავშირისათვის – 22.3 მლნ დოლარი, 936 ტონა;
  8. სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის – 18.6 მლნ დოლარი, 289 ტონა;
  9. სათამაშოები სხვა; მოდელები შემცირებული – 18 მლნ დოლარი, 2 731 ტონა;
  10. სათამაშოები სხვა; მოდელები შემცირებული – 17.9 მლნ დოლარი, 4 718 ტონა;

ქვეყნებს შორის სავაჭრო კავშირებში ექსპორტზე 39.5% მოდის და ამ მხრივ ჩინეთი უმსხვილეს პარტნიორებს შორის პირველ ადგილზეა. გასულ წელს ჩინეთში საქონლის რეალიზებით მიღებულმა შემოსავალმა 737 მლნ დოლარი შეადგინა. ზრდა 2021 წელთან შედარებით 19.7% იყო.

ექსპორტირებული საქონლი:

  1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები – 582.6 მლნ დოლარი, 251 639 ტონა;
  2. ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები – 80 მლნ დოლარი, 28 493 ტონა;
  3. ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი – 21.5 მლნ დოლარი, 86 ტონა;
  4. ყურძნის ნატურალური ღვინოები – 12.5 მლნ დოლარი, 3 988 ტონა;
  5. ალუმინი დაუმუშავებელი – 6.7 მლნ დოლარი, 2 850 ტონა;
  6. კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები – 4.9 მლნ დოლარი, 2 282 ტონა;
  7. სამარჯვები ორთოპედიული – 4.7 მლნ დოლარი, 6 ტონა;
  8. ნარჩენები და ჯართი სპილენძისა – 3.9 მლნ დოლარი, 673 ტონა;
  9. ცენტრალური გათბობის ქვაბები – 1.9 მლნ დოლარი, 143 ტონა;
  10. ფარმაცევტული პროდუქცია – 1.5 მლნ დოლარი, 4 ტონა.

 

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!