ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI-ს) გამოკვლევის შედეგებით – საქართველოში დაახლოებით, 10-დან ერთი მოქალაქე ემიგრაციაზე ფიქრობს
კვლევის თანახმად, დაახლოებით, 10-დან ერთ მოქალაქეს ყავს საზღვარგარეთ ოჯახის წევრი, რომელიც ფულს უგზავნის.
აღნიშნული კვლევა 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.