საქართველოში ავტომობილების რაოდენობა ყოველწლიურად მზარდია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის განახლებული მონაცემებით, 2023 წლის ბოლოს რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა უკვე 21 340-ით გაიზარდა.
წლევანდელი მაჩვენებლით, საქართველოში 1 701 776 ავტომობილია, გასულ წლის ბოლოსთვის კი 1 680 436 ავტომობილი იყო. რაც შეეხება წინა წლების მდგომარეობას, 2022 წელს 1 563 165 მანქანა იყო რეგისტრირებული, 2021 წელს – 1 490 263, 2020 წელს – 1 404 471, 2019 წელს – 1 339 281, 2018 წელს – 1 289 014 და ა.შ.
სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის ბოლო მონაცემებით, ბრენდებს შორის ჭარბობს MERCEDES-BENZ-ის მარკის ავტომობილები, რომელზეც მთლიანი ავტოპარკის 13% მოდის, შემდეგია TOYOTA -11%-ით და FORD – 10%-ით.
ტოპ-10 ავტომობილის მარკას, რომელიც ყველაზე დიდი რაოდენობითაა საქართველოში რეგისტირებული:
- MERCEDES-BENZ – 213 144
- TOYOTA – 181 940
- FORD – 162 247
- VAZ – 153 739
- OPEL – 146 793
- BMW – 80 076
- VOLKSWAGEN – 73 199
- NISSAN – 68 752
- HONDA – 66 029
- MITSUBISHI – 54 552