სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა, რომ საქართველოში ავტომომსახურება ძვირდება.
საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გაძვირებულია ავტომობილის შეკეთების და რეცხვის ფასები.
წლიურ ჭრილში გაძვირებულია:
- ავტომობილის რეცხვის გადასახდელი – 36.9%-ით;
- ავტომობილის შეკეთება – 15.4%-ით;
- ავტომობილის ზეთისა და ფილტრის შეცვლა – 5.2%-ით.
ოფიციალური მონაცემებით, ასევე გაზრდილია ზოგადად მსუბუქი ავტომობილების ღირებულებაც: ახალი მსუბუქი ავტომობილის ფასი – 4.5%-ით, ხოლო მეორადი მოხმარების მსუბუქი ავტომობილის – 5.4%-ით არის გაზრდილი.
თებერვალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ავტონაწილების ფასის კლება დაფიქსირდა, კერძოდ:
- ავტომობილის სათადარიგო ნაწილები გაიაფდა – 5%-ით;
- ავტომობილის საბურავი გაიაფდა – 7.4%-ით;
- ავტომობილის აკუმულატორი გაიაფდა – 7.4%-ით.