საქსტატის მონაცემებით, 2023 წლის იანვარ-ივნისში ქვეყანაში იმპორტირებული იყო 768 ათასი დოლარის ელექტროენერგია, წელს იმავე პერიოდში კი 3.06 მლნ დოლარი.
2024 წელს ელექტროენერგიის უდიდესი ნაწილი, 2.59 მლნ დოლარის იმპორტირებულია აზერბაიჯანიდან, ხოლო დანარჩენი 470 ათასი დოლარის რუსეთიდან.
რაც შეეხება ექსპორტს, წელს ექვს თვეში 36.35 მლნ დოლარის საქართველოში გენერირებული დენი გავიდა ექსპორტზე, გასულ წელს იმავე პერიოდში კი 53.38 მლნ დოლარის.
ქვეყნები, სადაც საქართველოდან 2024 წელს დენის ექსპორტი განხორციელდა:
- თურქეთი – 30.11 მლნ აშშ დოლარის;
- სომხეთი – 4.09 მლნ აშშ დოლარის;
- აზერბაიჯანი – 2.08 აშშ დოლარის;
- რუსეთი – 64.9 ათასი დოლარის.