სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი იზრდება. საქსტატის ინფორმაციით წელს 9 თვეში საქართველოში 1 336 ერთეული (37,353 მლნ აშშ დოლარი) ელექტროძრავიანი ავტომობილი შემოვიდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში – 913 ერთეული (20,089 მლნ აშშ დოლარი).
წელს იმპორტირებული ელექტრომობილების 52,1% აშშ-ზე მოდის, შემდეგია ჩინეთი 26%-ით და იაპონია 6,8%-ით.
ტოპ-5 ქვეყანა, საიდანაც 2023 წლის 9 თვეში ყველაზე მეტი ელექტრომობილი შემოვიდა:
- აშშ – 697 ერთეული (15,413 მლნ აშშ დოლარი)
- ჩინეთი – 356 ერთეული (11,107 მლნ აშშ დოლარი)
- იაპონია – 91 ერთეული (629.2 ათასი აშშ დოლარი)
- გერმანია – 87 ერთეული (6,740 მლნ აშშ დოლარი)
- არაბთა გაერთიანებული საამიროები – 40 ერთეული (1,428 მლნ აშშ დოლარი)
ინფორმაციისთვის საშუალოდ, ერთი ელექტრომობილის ღირებულება 27-28 ათასი დოლარია.