დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოში ექთნების სერტიფიკატის გარეშე მუშაობა აიკრძალება-უკანონო საქმიანობაზე ჯარიმა 2000 ლარი იქნება

0
გაზიარება

საქართველოში საექთნო და მეანი ექთნის სფერო რეგულირებადი გახდება-საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი უკვე პარლამენტშია ინიცირებული.

„ექთნებისა და მეანი-ექთნების მიღებული განათლების შესაბამისად, ინერგება წოდებრივი რანჟირების სისტემა. კერძოდ:

უმაღლესი (ბაკალავრიატის) კურსდამთავრებულ პირებს ენიჭებათ რეგისტრირებული ექთნის ამ მეანი-ექთნის წოდება.

  • პროფესიული განათლების პროგრამის კურსდამთავრებულებს სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნის ან მეანი-ექთნის წოდება.
  • საექთნო სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება წოდება – უმაღლესი კატეგორიის პრაქტიკის ექთანი.
  • საექთნო დიპლომისშემდგომი განათლების პროფესიული მზადების პროგრამის კურსდამთავრებულს ენიჭება წოდება – ექთანი სპეციალისტი.

იქმნება ექთნებისა და მეანი-ექთნების ავტორიზაციის ელექტრონული რეესტრი, რომლის საშუალებით განხორციელდება ექთნებისა და მეანი ექთნების რეგისტრაცია და სერტიფიცირება. რეესტრში ავტორიზაცია იქნება ყველა ექთნისა და მეანი-ექთნის საქმიანობის დაწყებისა და გაგრძელების პირობა. სერტიფიცირებული პრაქტიკოსი ექთნებისთვის 2025 წლის 1-ელ სექტემბრამდე სერტიფიცირება განხორციელდება უგამოცდოდ. რეგისტრირებული ექთნების რეგისტრაცია უგამოცდოდ მოხდება 2030 წლის 1-ელ იანვრამდე,“- აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

დაგეგმილი ცვლილებებით, დამოუკიდებელი საექთნო და მეანი-ექთნის საქმიანობის უფლების მინიჭება მოხდება 5 წლის ვადით.

კანონპროექტის განმარტებით ბარათის თანახმად, მთავრობის პროგნოზით, ყოველწლიურად 1 500 ექთანი და მეანი-ექთანი გაივლის სარეგისტრაციო და სასერთიფიკაციო გამოცდებს, რომელზეც სარეგისტრაციო საფასურის ოდენობა, სავარაუდოდ, განისაზღვრება 60 ლარით (ამჟამად, ექიმების სასერთიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციის საფასური არის 120 ლარი).

როგორც პროექტის განმარტებით ბართაში ვკითხულობთ, საექთნო და მეანი-ექთნის პროფესიების რეგულირებად პროფესიებად განსაზღვრიდან გამომდინარე, კანონპროექტის მიზანია, აღნიშნულ პროფესიებში უკანონო საქმიანობის პრევენცია.

„კანონი ამოქმედდება 2025 წლის 1-ელ იანვარს, ვინაიდან, საექთნო ან მეანი-ექთნის განათლების მქონე პერსონალს 2025 წლის 1-ლი იანვრიდან ეკრძალება საქმიანობა დამოუკიდებელი საექთნო ან მეანი-ექთნის საქმიანობის უფლების დამადასტურებელი სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის/სერტიფიკატის გარეშე.

საკანონმდებლო ცვლილებით, საექთნო და მეანი-ექთნის უკანონო საქმიანობის განხორციელება (საქმიანობა სახელმწიფო რეგისტრაციის მოწმობის/სერტიფიკატის გარეშე) დაუკავშირდება დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით,“- ნათქვამია განმარტებით ბარათში.

მთავრობის ინიციატივით, ექთნისა და მეანი-ექთნისთვის ქვეყანაში წესდება ასევე მინიმალური საათობრივი ანაზღაურება, რომელიც უნდა იყოს საათში არანაკლებ 4.40 ლარისა.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!