დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოში ოჯახები შემოსავლების თითქმის ნახევარს სურსათზე ხარჯავენ – ISET

0
გაზიარება

ISET-ს კვლევით ინსტიტუტი საქართველოში სურსათის ფასებთან დაკავშირებით კვლევას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც, ქვეყანაში სურსათზე მაღალი ფასები განსაკუთრებით მძიმედ შინამეურნეობებზე აისახება.

კერძოდ, შინამეურნეობები მთლიანი შემოსავლების თითქმის ნახევარს სურსათის ხარჯებს უთმობენ. კვლევის თანახმად, 2019 წელს სურსათის დანახარჯები ოჯახის მთლიან დანახარჯებში 43%-მდე, ხოლო 2021 წელს 48.7%-მდე გაიზარდა. ამასთან, მაჩვენებელი 2023 წელს თითქმის 2019 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდა და 43.3% შეადგინა.

კვლევაში მონაცემები შედარებულია ევროკავშირში არსებულ ტენდენციებს.  ევროსტატის 2023 წლის მონაცემებით, EU-ში საკვებსა და უალკოჰოლო სასმელებზე ოჯახის საშუალო ხარჯი 2021 წელს 14.8%-ს უტოლდებოდა. ყველაზე დაბალი წილი საანგარიშო პერიოდში ისლანდიაში იყო და 8.3%-ს შეადგენდა, ყველაზე მაღალი კი რუმინეთში იყო და 24.8%-ს აღწევდა..

„საკვების გაზრდილი ფასები აიძულებს დაბალშემოსავლიან ოჯახებს, აუცილებელ საჭიროებებს შორის, მაგალითად ისეთი, როგორიცაა საცხოვრებელი, ჯანდაცვა, განათლება და კვება, არჩევანი გააკეთონ. გარდა ამისა, საკვების ფასების მატებასთან ერთად, დაბალშემოსავლიანმა ოჯახებმა შეიძლება მიმართონ უფრო იაფ, ნაკლებად საკვებ ვარიანტებს, რითაც არასრულფასოვანი კვების და მასთან დაკავშირებული ჯანმრთელობის პრობლემების რისკს გაზრდის.

კვებითმა პრობლემებმა შეიძლება გრძელვადიანი გავლენა მოახდინოს ბავშვების განვითარებაზე, მათ შორის კოგნიტურ და ქცევითი პრობლემების, დაბალი აკადემიური მოსწრებისა და დაავადებებისადმი მაღალი რისკის ჩათვლით.

სურსათის ფასების ინფლაციასთან ბრძოლა გადამწყვეტია სიღარიბის შესამცირებლად და გაეროს მდგრადი განვითარების პირველი და მეორე მიზნების მისაღწევად, რადგან ის პირდაპირ გავლენას ახდენს ოჯახების სიღარიბეზე თავის დაღწევის უნარზე და უზრუნველყოფს, რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს წვდომა საკმარის საკვებზე,“ – აღნიშნულია ISET-ის კვლევაში.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!