დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოში შიდა ფრენების განვითარებისთვის ვერტოდრომების მშენებლობა იწყება

0
გაზიარება

სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ვერტოდრომების მშენებლობისთვის საქართველოს ტერიტორიაზე უმოქმედო და ახალი საფრენი მოედნების განთავსების ადგილები ტექნიკური თვალსაზრისით შეისწავლა და შესაბამისი ანგარიში შეიმუშავა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით ვერტოდრომების მშენებლობის მიზნით  სულ 333 ლოკაცია შეფასდა.

„როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, ქვეყანაში საავიაციო ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება დაგეგმილია სხვადასხვა მიმართულებით. კერძოდ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იგეგმება ახალი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა, რაც ხელს შეუწყობს როგორც აღნიშნული აეროპორტის, ისე ქვეყნის საჰაერო სატვირთო გადაზიდვების პოტენციალის გაუმჯობესებას. ასევე, იგეგმება თელავის აეროპორტის რეაბილიტაცია, ახალი სატერმინალო ინფრასტრუქტურის მოწყობა და არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის დაგრძელება. პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივი დანიშნულების ფრენების გეოგრაფიული არეალის გაფართოვებას, შიდა ფრენების და ტურიზმის სტიმულირებას.

რაც შეეხება ვერტოდრომების მშენებლობის საკითხს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დაასრულა საქართველოს ტერიტორიაზე უმოქმედო და ახალი საფრენი მოედნების განთავსების ადგილების ტექნიკური თვალსაზრისით შესწავლა და შეიმუშავა ვერტმფრენებისთვის საფრენი მოედნების მოწყობის შესაძლებლობის შესწავლის ანგარიში. ჯამში, შეფასდა 333 წერტილი და მომზადდა შესაბამისი დასკვნები, რაც მნიშვნელოვანია შემდგომში კონკრეტული ლოკაციების შესარჩევად ვერტოდრომების მშენებლობისთვის“, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!