2024 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით (აპრილი, მაისი, ივნისი), საქართველოში თავშესაფრის მაძიებლად 376 პირია აღრიცხული, საიდანაც ყველაზე ბევრი – 64 ადამიანი უკრაინის მოქალაქეა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემებით, თავშესაფრის მაძიებელთა შორისაა ასევე, ირანის 55; თურქეთის 47; ინდოეთის 40; პაკისტანის 33; ეგვიპტის 22; ბელორუსის 14; რუსეთის 11; იორდანიის 10; სირიის 9 მოქალაქე.
რაც შეეხება თავშესაფრის მაძიებელთათვის სტატუსის მინიჭებას, ბოლო სამ თვეში ჰუმანიტარული სტატუსი უცხო ქვეყნის მხოლოდ 2-მა მოქალაქემ მიიღო, რომელთაგან 1 უკრაინის, ხოლო მეორე დაუდგენელი მოქალაქეობისაა. ლტოლვილის სტატუსი უცხო ქვეყნის 2 მოქალაქეს მიენიჭა – 1 ირანის, 1 კი სირიის მოქალაქეა.
შსს-ის სტატისტიკის თანახმად, სტატუსის მინიჭებაზე მოცემულ პერიოდში უარი ეთქვა უცხო ქვეყნის 330 მოქალაქეს. აქედან ყველაზე ბევრი – 76 ინდოეთის მოქალაქეა, 62 თურქეთის, 57 ირანის, 23 პაკისტანის, 13-13 ეგვიპტის და ერაყის; 12 ნიგერიის, 11-11 რუსეთისა და ბანგლადეშის.
მეორე კვარტლის მონაცემებით, დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსებული იყო უცხო ქვეყნის 62 მოქალაქე, მათ შორის აზერბაიჯანის 23; ეგვიპტის 7; ირანის 6; თურქეთი 5; ჩინეთის 4; ნიგერიისა და ინდოეთის 3-3 მოქალაქე; პაკისტანის და ალჟირის 2-2; ხოლო რუსეთის, სომხეთის, ერაყის, ბანგლადეშის, კამერონის 1-1 მოქალაქე.