დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოში ყოველი მე-3 ბავშვი სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა- შემწეობას 16 წლამდე ასაკის 243 573 პირი იღებს

0
გაზიარება

საქართველოში ყოველი მე-3 ბავშვი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს- ამას ადასტურებსსოციალური მომსახურების სააგენტოსა და საქსტატის მონაცემები.

2024 წლის ივლისის მდგომარეობით,ქვეყანაში საარსებო შემწეობას 16 წლამდე ასაკის 243 573 პირი იღებს, საქსტატის სტატისტიკით კი საქართველოში ამ ასაკობრივ ჯგუფში სულ 764 759 ადამიანია.

სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკით, ყველაზე მეტი ბავშვი, რომელიც სოციალურ შემწეობას იღებს, თბილისში ფიქსირდება – 53 724.

ჩამონათვალი რეგიონების მიხედვით, თუ სად რამდენი ბავშვი იღებს სოციალურ შემწეობას:

  • თბილისი – 53 724
  • ქვემო ქართლი – 38 788
  • იმერეთი – 30 115
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 26 870
  • აჭარა – 25 643
  • კახეთი – 23 840
  • შიდა ქართლი – 18 874
  • გურია – 9 120
  • სამცხე-ჯავახეთი – 7 679
  • მცხეთა-მთიანეთი – 6 267
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2 653

2024 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოში საარსებო შემწეობას 677 495 ადამიანი იღებდა, რაც მთლიანი მოსახლეობის 18.3%-ია.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!