“სტარტაპ ბიურო”, “იმფაქთ ჰაბ თბილისსა” და “ფორსეტთან” თანამშრომლობით, იდეათონს (იდეების კონკურსს) მასპინძლობს. იდეათონი “ეფეს საქართველოს” მეწარმეობის პროგრამის ფარგლებში ტარდება და მისი თემა გარემოს დაცვა და ცირკულარული ეკონომიკაა.იდეათონში მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვისაც აქვს ინოვაციური იდეა, რომელსაც გარემოზე პოზიტიური გავლენის მოხდენა შეუძლია.მონაწილეობისთვის აუცილებელია აპლიკაციის ფორმის შევსება 16 დეკემბრამდე: https://forms.gle/Hcbw3P82TvNjFUKY7
იდეთონის ფარგლებში ტარდება უფასო ვორკშოპების სერია მათთვის, ვისაც კონკურსში მონაწილეობა სურს, თუმცა იდეა ჯერ არ აქვს და რელევანტურ თემებზე ცოდნისა და ინსპირაციის მიღება უნდა.
ვორკშოპის თემა: მდგრადი მოხმარება
იდეათონის დასკვნით ფაზაზე, 25 დეკემბერს, თბილისში ჩატარდება ერთდღიანი ბუტკემპი (ინტენსიური ბანაკი), რომლის დროსაც შერჩეული მონაწილეები მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებს გამოცდილი მეწარმეებისგან და გაიგებენ მეტს ბიზნესმოდელის შექმნის, ბიუჯეტირების, ფინანსებისა და იმ ყველაფრის შესახებ, რაც საკუთარი იდეის წარმატებულ საქმიანობად გარდაქმნისთვის სჭირდებათ.