გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისმა, ISET-ის კვლევით ინსტიტუტთან პარტნიორობითა და ევროკავშირის მხარდაჭერით, პროგრამის „გენდერული ნიშნით სქესის შერჩევისა და მასთან დაკავშირებული მავნე პრაქტიკების დასაძლევად სამხრეთ კავკასიაში“ საქართველოში არსებული მემკვიდრული პრაკტიკის კვლევა დაიწყო, რომლის მიზანია იმ გენდერული და სოციალური ნორმების გამოვლენა, რომელიც მემკვიდრეობის განაწილებისას უპირატესობას ვაჟებს ანიჭებს. კვლევა აანალიზებს არსებულ საკანონმდებლო ჩარჩოს, ქონებისა და აქტივების გადაცემისა და ფლობის პრაქტიკულ მონაცემებს და ამ პრაქტიკის გავლენას ქალებისა და გოგოების სოციალურ თუ ეკონომიკურ ცხოვრებაზე საქართველოში.
სამოქალაქო კოდექსი გენდერული ნიშნით არ განასხვავებს ქალ და ვაჟ მემკვიდრეებს, გენდერული ნორმებით განპირობებული პრაქტიკის მიხედვით, მთავარ მემკვიდრეებად სწორედ ვაჟები განიხილებიან,შესაბამისად ქონება, ძირითადად, მხოლოდ მათ რჩებათ.
კვლევის შედეგები 2023 წლის განმავლობაში იქნება ხელმისაწვდომი.