„გალერია თბილისში“ „კარტერ’ს-ის“ პირველი ოფიციალური მაღაზია გაიხსნება.საბავშვო ტანსაცმლისა და აქსესუარების ბრენდის პროექტს ფარმაცევტული კომპანია „გეფა“ ახორციელებს და პირველადი საინვესტიციო ბიუჯეტი 2 მილიონი ლარია.
„გეფას“ ფრანშიზების მართვის განყოფილების ხელმძღვანელის ნანა ჭანტურიას განცხადებით: „მოხარული ვართ, რომ ყველასთვის საყვარელი ბრენდის უახლესი კოლექციების შეძენა უკვე საქართველოშიც შესაძლებელი იქნება. გვაქვს განვითარების საკმაოდ ამბიციური გეგმა. გარდა დამოუკიდებელი მაღაზიისა, სადაც სრული კოლექცია იქნება წარმოდგენილი, „კარტერ’ს-ის“ პროდუქცია მალე ჯპს-სა და „ფარმადეპოს“ აფთიაქებშიც იქნება ხელმისაწვდომი, გვეწვიეთ 21 ნოემბერს გახსნის ღონისძიებაზე, ერთად აღვნიშნოთ ბრენდის შემოსვლა საქართველოს ბაზარზე,“ – განაცხადა ნანა ჭანტურიამ.
ამერიკული ბრენდი „კარტერ’ს-ი“ 1865 წელს უილიამ კარტერსმა დააარსა და უკვე 156-წლიან ისტორიას მოიცავს. ბრენდი მაღალი ხარისხის, დახვეწილი დიზაინის, კომფორტული და მრავალფეროვანი კოლექციებით არის ცნობილი.
„კარტერ’ს-ი“ მომხმარებლებს მაღალი ხარისხის მომსახურებასა და უახლეს, მუდამ განახლებად კოლექციებს შესთავაზებს. მისი ოფიციალური მაღაზია კი 21 ნოემბერს 17:00 საათზე „გალერია თბილისის“ მესამე სართულზე საზეიმოდ გაიხსნება. კომპანიის წარმომადგენლები ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან საქართველოში კელი დეგნანთან ერთად საზეიმო ლენტს გაჭრიან. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, საზეიმო გარემოში გაეცნონ უახლეს კოლექციებს, ისარგებლონ სპეციალური ფასდაკლებითა და მონაწილეობა მიიღონ წამახალისებელ გათამაშებაში.
„ყველასათვის საყვარელ ბრენდ „კარტერ’ს-ს“ ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. „კარტერ’ს-ის“ ხედვით, არავინ იცნობს ბავშვებს იმაზე უკეთ, ვიდრე კომპანიის ოჯახი. დაარსების დღიდან ბრენდის მთავარი მისიაა შეუქმნას კომფორტი და დაცულობის შეგრძნება ბავშვებსა და მათ მშობლებს. სწორედ, ამ სლოგანით აერთიანებს „კარტერ’ს-ი“ თავის მომხმარებლებს -„დასაწყისიდან ერთად“, „მომავლისკენ სიყვარულით“. ბავშვობა დღესასწაულია – სწორედ ამიტომ, „კარტერ’ს-ი“ მუდამ ანებივრებს ბავშვებს ფერადი კოლექციებით, პატარა და საყვარელი პერსონაჟები კი შექმნილია მხიარულებისა და სიყვარულის ინსპირაციით, რომელიც ბავშვებს შემოაქვთ ჩვენს ცხოვრებაში,“ – განაცხადა „კარტერ’ს-ის“ ს გენერალურმა მენეჯერმა თამარ ცაგარეიშვილმა
ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში „კარტერ’ს-ი“ განსაკუთრებით იზრდება და ვითარდება. აღსანიშნავია, რომ ამერიკაში ბავშვის ტანსაცმლისა და აქსესუარების გაყიდვების მეოთხედი სწორედ „კარტერ’ს-ზე“ მოდის. ბრენდის პროდუქცია ხელმისაწვდომია როგორც „კარტერ’ს-ისა“ და „ოშკოშის“ მაღაზიებში, ასევე ონლაინ. აღსანიშნავია, რომ მაღალი ხარისხის გამო, ბრენდს საქართველოში საკმაოდ კარგად იცნობენ.