დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

საქართველო კარტოფილის იმპორტს იწყებს

0
გაზიარება

სამცხე-ჯავახეთს – მთავარ მწარმოებელ რეგიონს, ამ სეზონზე ცუდი მოსავალი ჰქონდა, რამაც კარტოფილზე ფასების ზრდა გამოიწვია,რის გამოც საქართველოს კვლავ იმპორტზე მოუწევს დაყრდნობა. ამჟამად იმპორტის მოცულობა მცირეა, თუმცა ფასები კვლავ იზრდება.

საბითუმო ბაზარზე მოვაჭრეები კარტოფილს კგ-ზე საშუალოდ 2,00 ლარად ყიდიან. როგორც იმპორტირებული, ისე ადგილობრივი კარტოფილის ფასი ერთნაირია. საშუალო საბითუმო ფასი EastFruit-ის ფასების მონიტორინგის მიხედვით, რომელიც მოიცავს ფასებს როგორც მოვაჭრეების, ისე ფერმერებისგან, არის 1,80 ლარი კილოგრამზე. ეს კი წინა კვირებთან შედარებით 6%-ით მეტია. ოქტომბრის ოფიციალური ვაჭრობის მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველომ 530 ტონა კარტოფილი შემოიტანა. ძირითადი მომწოდებლები არიან ყირგიზეთი, ყაზახეთი და სომხეთი. ოქტომბერში იმპორტის მოცულობა სამცხე-ჯავახეთის მოსავლის 1%-ზე ნაკლებია.

ადგილობრივი დაინტერესებული მხარეები აღნიშნავენ, რომ მაღალმა ფასებმა შესაძლებელი გახადა იმპორტი, მაგრამ იმპორტმა ჯერ ვერ შეძლო ფასების დარეგულირება და მითუმეტეს – შემცირება. ადგილობრივი მარაგები სწრაფად იწურება და შესაძლებელია ფასების შემდგომი ზრდა. იმპორტი უდავოდ გაიზრდება უახლოეს თვეებში სეზონის დასასრულის მოახლოებასთან ერთად.

საქართველოში კარტოფილის შემდეგი მსხვილი მოსავალი 2023 წლის მაისში დაიწყება. მანამდე კი, მეზობელ ქვეყნებს საქართველოში კარტოფილის ექსპორტის შესაძლებლობა ექნებათ.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!