საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს საქართველოში 36,550 მლნ ცალი (5,834 მლნ აშშ დოლარი) პროდუქტი შემოვიდა, წინა წელს – 17,139 მლნ ერთეული (1,218 მლნ აშშ დოლარი). ამ რაოდენობის კვერცხი – 36,550 მლნ ცალი – საქართველოს არასდროს არ უყიდია, საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე მოცემული სტატისტიკის მიხედვით, (2009-2022 წლები) აქამდე ყველაზე დიდი მოცულობს პროდუქტი ქვეყანამ პანდემიამდე, 2019 წელს შეიძინა, მაშინ საქართველომ 31,781 მლნ ცალი კვერცხი იყიდა.
2022 წელს იმპორტირებული კვერცხის 89,5% თურქეთზე მოდის.
საქართველომ კვერცხი ყველაზე დიდი რაოდენობით შეიძინა:
- თურქეთი – 32,702 მლნ ცალი (4,754 მლნ აშშ დოლარი)
- უნგრეთი – 2,451 მლნ ცალი (724.4 ათასი აშშ დოლარი)
- რუსეთი – 784.4 ათასი ცალი (153.1 ათასი აშშ დოლარი)
- ბულგარეთი – 403.1 ათასი ცალი (138.4 ათასი აშშ დოლარი)
- ნიდერლანდები – 207.3 ათასი ცალი (60.1 ათასი აშშ დოლარი)
- საფრანგეთი – 1.4 ათასი ცალი (3.9 ათასი აშშ დოლარი)