დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოში პირველი სახელობითი დაცული ტერიტორია შეიქმნა

0
გაზიარება

საქართველოს კანონი „ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ“, რომელიც პარლამენტმა 2022 წლის 16 ნოემბერს მიიღო, 2023 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება.

პირველი სახელობითი დაცული ტერიტორიის დაარსება უკავშირდება დაცული ტერიტორიების ქსელის გაფართოებასა და განვითარებაში და, ზოგადად, ქვეყნის გარემოს დაცვაში ნუგზარ ზაზანაშვილის მიერ შეტანილი უდიდესი წვლილის დაფასებას.

სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის საერთო ფართობი 13 273 ჰექტარს შეადგენს.

ქვეყანაში ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) კრიტერიუმების მიხედვით პირველი VI კატეგორიის დაცული ტერიტორიის დაარსების ძირითად მიზანს საქართველოში რეინტროდუცირებული ქურციკის (Gazella subgutturosa) პოპულაციის აღდგენა, დაცვა და შენარჩუნება წარმოადგენს.

სამუხის ველი მოიცავს ზურმუხტის ქსელის სამუხის ტერიტორიას და წარმოადგენს მნიშვნელოვან საბინადრო გარემოს ფლორისა და ფაუნის იშვიათი და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებისთვის. აღნიშნულ ადგილზე დაცული ტერიტორიის დაარსება ხელს შეუწყობს ადგილობრივ, ეროვნულ და ტრანსსასაზღვრო დონეებზე ბიომრავალფეროვნების კონსერვაციას, საქართველოში დაცული ტერიტორიების ქსელის გაძლიერებას, საკვანძო სახეობის დაცვას, მდგრადი ეკოტურიზმის განვითარებას და თუში მეცხვარეების ტრადიციების შენარჩუნებას. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად, სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნაზე მუშაობა 2019 წელს, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) მხარდაჭერით დაიწყო- საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!