2022 წელს საქართველოში ქატოს იმპორტი 1.3 მლნ აშშ დოლარიდან 8.8 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა,რომლიც მიზეზიც რუსეთის მიერ ხორბალზე დაწესებული საბაჟო გადასახადია, რის გამოც რამდენიმე თვე ყველა დიდი წისქვილი გაჩერებული იყო. ფქვილის წარმოების შეჩერებასთან ერთად კი ბუნებრივია ვეღარ ხდებოდა ქატოს, ნაცერისა და სხვა ნარჩენების წარმოებაც.
2022 წელს საქართველომ ქატო შეიძინა:
- რუსეთი – 6.4 მლნ აშშ დოლარის 39 738 ტონა
- აზერბაიჯანი – 2.4 მლნ აშშ დოლარის 13 349 ტონა
- ფინეთი – 12.3 ათასი აშშ დოლარის 5.5 ტონა
- თურქეთი – 9.1 ათასი აშშ დოლარის 48 ტონა
- პოლონეთი – 1.1 ათასი აშშ დოლარის 500 კგ