საზოგადოებრივი ტრანსპორტის 68.2% ინსპექტირებაზე არც ერთხელ არ გამოცხადებულა
საქართველოში სულ რეგისტრირებულია 55 210 მიკროავტობუსი და ავტობუსი. აქედან, ინსპექტირებაზე არც ერთხელ არ გამოცხადებულა 36 560, რეგისტრირებული ავტოტრანსპორტის 68.2% – ინფორმაციას საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაცია ავრცელებს.
2022 წელს, მთელი წლის განმავლობაში ინსპექტირებაზე გამოცხადდა 18 650, რეგისტრირებული ავტოტრანსპორტის მხოლოდ 38.8%.
ასოციაცია მიიჩნევს, რომ მაღალი ალბათობით, უმეტეს შემთხვევაში მგზავრები გადაჰყავს ტექნიკურად გაუმართავ ავტოტრანსპორტს.