დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი წლიურად 136.6 მლნ დოლარით გაეზარდა

0
გაზიარება

ერთ წელიწადში საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 136.652 მლნ დოლარით გაიზარდა, წინა თვესთან შედარებით კი, 172.354 მლნ დოლარით შემცირდა.

2023 წლის თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.264 მლრდ დოლარს, დღევანდელი კურსით 21.712 მლრდ ლარს გადააჭარბა. 2022 წლის თებერვლის მდგომარეობით კი, ვალის მოცულობა 8.127 მლრდ დოლარი ანუ მაშინდელი კურსით 25.635 მლრდ ლარი იყო. რაც შეეხება 2023 წლის იანვრის მონაცემებს, სახელმწიფო საგარეო ვალი 8.436 მლრდ დოლარს, ანუ მაშინდელი კურსით 22.281 მლრდ ლარს შეადგენდა – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებში.

2023 წლის თებერვლის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).

EIB -ს მიმართ ვალი – 908.975 მლნ დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი – 1.299 მლრდ დოლარს, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი – 2.064 მლრდ დოლარს აჭარბებს.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!