დღის სიახლეებისიახლეები

საქართველოში თურქეთიდან იმპორტირებული პროდუქტები გაძვირდა

0
გაზიარება

ქართულ ბაზარზე პომიდორი და ტკბილი წიწაკა გაძვირდა, რადგანაც წელიწადის ამ დროს აღნიშნულ პროდუქტებზე იმპორტი ძირითადად თურქეთიდან ხორციელდება.

2023 წლის 24 თებერვალს EastFruit-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვით გაირკვა, რომ რამდენიმე ძირითადი პროდუქტი გაძვირდა. ერთი კვირის განმავლობაში წითელი პომიდორი 26%-ით, ხოლო წითელი და მწვანე ტკბილი წიწაკა 11%-ით გაძვირდა, ასევე 11%-ით გაძვირდა პომიდორი ჩერი. თუ ერთი კვირის წინ 1 კილოგრამი წითელი პომიდორი 4,50 ლარი ღირდა, ახლა მისი ფასი 5 ლარს შეადგენს. რაც შეეხება ტკბილ წიწაკას, 5 ლარის ნაცვლად ახლა ის 5,5 ლარი ღირს.

ფასების ცვლილება თურქეთთან არის კავშირში, რომელიც აღნიშნული პროდუქტების ერთადერთი იმპორტიორია საქართველოში.ქართული ბაზარი დამოკიდებულია იმპორტზე თურქეთიდან, რადგან ადგილობრივი წარმოება მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ არის. ფასების მატების ერთ-ერთი მიზეზია ასევე ცივი ამინდები დასავლეთ საქართველოში, რამაც ლოგისტიკის შეფერხებაც გამოიწვია. გაძვირების კიდევ ერთი მასტიმულირებელი ფაქტორია რამდენიმე კვირის წინ მომხდარი მიწისძვრა თურქეთში. ჯერ კიდევ უცნობია, როგორ იმოქმედებს ეს ყველაფერი მომავალში ფასებზე – წერს east-fruit.

ქართული ბაზარი თურქულ პომიდორსა და წიწაკაზე დამოკიდებული ივლისამდეა, ამის შემდეგ იწყება ადგილობრივი მოსავლის აღება და იმპორტი მცირდება.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!