საქართველოში თხილის მოსავალი 30%-ით შემცირდა -ინფორმაციას ამის შესახებ თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი მერაბ ჭითინავა ავრცელებს. მისივე თქმით თხილის ფასი გასულ წელთან შედარებით უფრო მაღალი იყო, თუმცა მოსავალი დასავლეთ საქართველოში გადაუღებელი წვიმების გამო შემცირებული
„შარშან 55 ათასი ტონა იყო თხილის მოსავალი, რაც საკმაოდ კარგი შედეგია. ფასიც გასულ წელს წლევანდელისგან განსხვავებით უფრო მაღალი იყო. წელს, თხილის სექტორზე ძალიან ცუდი გავლენა იქონია, ივნის-ივლისის პერიოდში დასავლეთ საქართველოში გადაუღებელმა წვიმებმა. ამან ერთის მხრივ მოსავლის რაოდენობრივი შემცირება გამოიწვია, ასევე მისცა ფაროსანას გამრავლების საშუალება, რადგან სამწუხაროდ, გეგმიური წამლობები სახელმწიფოს მხრიდან ვერ განხორციელდა. ვერც ფერმერები იყვნენ საკმარისად აქტიურები და 30%-იანი დანაკლისი გვაქვს მოსავალში. თხილის მოსავლის შემცირების მიზეზი სეზონური წვიმები გახდა. ფერმერების მოსავალი, რომლებმაც განახორციელეს და რომლებმაც არ განახორციელეს წამლობები, მნიშნელოვნად განსხვავდება. დღეს, ბაზარზე თხილის ფასი, სამწუხაროდ, ძალიან დაბალია. ეს მხოლოდ ხარისხზე არ არის დამოკიდებული. კავშირშია ლარის გამყარებასთანაც. მაგრამ ხარისხი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამიტომ მოვუწოდებთ ყველას, ჩაატარონ წამლობები, გვყავს ფერმერები, რომელთა პროდუქციაც 3-დან 4.40 ლარამდე ღირს და გვყავს ფერმერები, რომელთაც თხილის რეალიზაციის საშუალება აქვთ 6-7 ლარში“ – განაცხადა თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მერაბ ჭითინავამ