დღის სიახლეებისიახლეები

„საქართველოში უმაღლესი ხარისხის თხილი არ არსებობს“ – Hazelnut Gorgia

0
გაზიარება

კომპანია Hazelnut Gorgia-ს აღმასრულებელი დირექტორი თემურ გოგია მიიჩნევს, რომ საქართველოში უმაღლესი ხარისხის თხილი არ არსებობს.  გოგიას თქმით საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაცია სიმართლეს არ ამბობს, როდესაც აცხადებს, რომ წელს თხილის მოსავლის 70% პრემიუმ ხარისხის პროდუქტზე მოდის.

„საქმე გვაქვს აბსოლუტურ დილეტანტობასთან, რადგან საქართველოში მაღალი ხარისხის თხილი არ არსებობს. ეს განცხადება არის პროვოკაცია და ხალხის შეცდომაში შეყვანა, რამაც ფერმერებში სერიოზული აჟიოტაჟი გამოიწვია. პრემიუმ ხარისხის თხილი საქართველოში არ მოჰყავთ.ერთადერთი რეგიონი კახეთია, სადაც მაღალი ხარისხის თხილი იწარმოება, მაგრამ პრემიუმი არც ისაა და ღირს 6 ლარი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ „ფერეროსთან“ ვერცერთი მცირე ფერმერი ვერ იმუშავებს, რადგან იტალიელი ინვესტორები მხოლოდ მსხვილ მწარმოებლებთან თანამშრომლობენ. ეს სრულიად განსხვავდება თავისუფალ ბაზარზე არსებული სიტუაციისგან, სადაც ფერმერს შეუძლია მყიდველებს 200-300 კგ თხილი მიჰყიდოს. „ფერერო“ ასე არ მუშაობს“, – აცხადებს თემურ გოგია.

საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის განცხადებით, წელს უმაღლესი ხარისხის 1 კილოგრამი თხილი 7 ლარამდე ეღირება, შედარებით ნაკლების ხარისხის კი – 3,50-4 ლარამდე.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!