ყალბი ფულის ბრუნვა საქართველოში გაიზარდა – ინფორმაცია ამის შესახებ ეროვნული ბანკის 2022 წლის ანგარიშშია აღნიშნული.
ანგარიშის მიხედვით 2022 წელს გამოვლენილი ლარის ყალბი ბანკნოტების რაოდენობა გასულ პერიოდთან (2021 წელი) შედარებით 41.4%-ით გაიზარდა, ხოლო ლარის ყალბი მონეტების რაოდენობა – 2.7-ჯერ არის შემცირებული.
„2022 წელს გამოვლენილი ყალბი ლარის ბანკნოტების რაოდენობა გასულ პერიოდთან (2021 წელი) შედარებით გაიზარდა 41.4%-ით, ყალბი დოლარის ბანკნოტების რაოდენობა გაიზარდა 89.5%-ით, ხოლო ყალბი ევროს ბანკნოტების რაოდენობა გაიზარდა 3.1-ჯერ. აგრეთვე, სხვა უცხოური ყალბი ვალუტა გაიზარდა 44.6 პროცენტით.
რაც შეეხება ყალბი ლარის მონეტების რაოდენობას, 2021 წელთან შედარებით შემცირდა 2.7-ჯერ,“- აღნიშნულია ანგარიშში.