სამენეჯერო სააგენტო Transfermarkt-ის სტატისტიკით, ამ დროისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრები 161.05 მილიონი ევროს ღირებულებით მსოფლიოს 247 ეროვნულ ნაკრებს შორის 38-ე ადგილზეა და თურქეთის გარდა, ყველა მეზობელ ქვეყანასთან შედარებით წამყვან პოზიციაზე იმყოფება.
მე-18 პოზიციაზეა თურქეთის ეროვნული ნაკრები და ის 324.10 მილიონი ევრო ღირს. კიდევ ერთი მეზობელი ქვეყანა რუსეთი, 142 მილიონი ევრო ღირს და ის 40-ე ადგილზეა. მსოფლიო ქვეყნების ნაკრებებს შორის 71-ე პოზიციაზეა სომხეთის ეროვნული გუნდი. ამ დროისთვის მისი საბაზრო ღირებულება 36.05 მილიონ ევროს შეადგენს, რაც შეეხება აზერბაიჯანის ეროვნულ ნაკრებს, ის 14.20 მილიონი ევროს ღირებულებით ჩამონათვალში 103-ე ადგილზეა.
ყველაზე ძვირადღირებული ეროვნული ნაკრებების ტოპ-10-ეულს:
- ინგლისი – 1.52 მლრდ ევრო
- ბრაზილია – 1.27 მლრდ ევრო
- საფრანგეთი – 1.23 მლრდ ევრო
- პორტუგალია – 1.05 მლრდ ევრო
- ესპანეთი – 965.50 მლნ ევრო
- გერმანია – 831 მლნ ევრო
- ნიდერლანდები – 815 მლნ ევრო
- არგენტინა – 805 მლნ ევრო
- იტალია – 705 მლნ ევრო
- ბელგია – 584 მლნ ევრო