ინდოეთმა 2022-23 წლებისთვის შაქრის საექსპორტო კვოტა საგრძნობლად შეამცირა, რაც, სავარაუდოდ, კიდევ უფრო შეაფერხებს ვაჭრობას გლობალურ ბაზარზე.
გამოცემა Bloomberg-ის თანახმად, 2023 წლის 31 მაისამდე საერთაშორისო ბაზარზე შაქრის ექსპორტიორებს 6 მილიონი ტონა საქონლის გატანა შეეძლებათ, შარშან ეს მაჩვენებელი 11.2 მილიონ ტონამდე იყო.
საქონლის ბაზარზე ვაჭრობა ისედაც გართულებულია და შაქრის უმსხვილესი მწარმოებელი, ბრაზილია ჭარბი ნალექიანობის გამო მიწოდებას სათანადოდ ვერ ახერხებს.საქართველო ფაქტობრივად, არ ყიდულობს შაქარს ინდოეთისგან, თუმცა უმსხვილესი მომწოდებელი ბრაზილიაა.
ინდოეთმა ექსპორტზე შეზღუდვები გასულ წელს დააწესა ადგილობრივი ბაზრის მომარაგების მიზნით. წლევანდელი მოსავლის პროგნოზი 35.5 მილიონ ტონამდეა. ინდური შაქრის მომხმარებლები ინდონეზია, ბანგლადეში, მალაიზია და არაბეთის გაერთიანებული საამიროებია. ინდოეთი ასევე შაქრის უმსხვილესი მომხმარებელია მსოფლიოში.
საქსტატის თანახმად, წელს ქვეყანაში 59.8 მლნ დოლარის შაქარი შემოვიდა, რაც 38.7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე, 43.1 მლნ აშშ დოლარზე.
საქართველოში შაქრის უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნები არიან:
ბრაზილია – 33.1 მლნ აშშ დოლარი;
პოლონეთი – 11.5 მლნ აშშ დოლარი;
მექსიკა – 6 მლნ აშშ დოლარი;
აზერბაიჯანი – 3.1 მლნ აშშ დოლარი;
საფრანგეთი – 1.9 მლნ აშშ დოლარი.