სამშენებლო მასალების ადგილობრივი წარმოება მაღალია, თუმცა მცირეა სარემონტო მასალების, ავეჯის/განათების და საოჯახო ტექნიკის წარმოება. მათი ძირითადი ნაწილი იმპორტზეა დამოკიდებული.
სამშენებლო მასალების 67.6% ადგილობრივ წარმოებაზე მოდის (იმპორტი – 32.4%), საოჯახო ტექნიკის შემთხვევაში ადგილობრივად წარმოების მაჩვენებელი მხოლოდ 4.8%-ია, სარემონტო მასალების შემთხვევაში 17.9%, ხოლო ავეჯის/განათების სექტორში 73% იმპორტზეა დამოკიდებული (ადგ. წარმოება 27%).
კვლევის თანახმად, 2021 წელს სარემონტო მასალების იმპორტმა 1.8 მლრდ აშშ დოლარი შეადინა. ძირითადი იმპორტიორი ქვეყნების წილი კი ჯამურ იმპორტში, ასე გამოიყურება:
- თურქეთი 38.6%;
- ჩინეთი 15.4%;
- რუსეთი 8.6%;
- უკრაინა 5.7%;
- აზერბაიჯანი 4.7%;
- სხვა 28%.