ბიზნესიდასაქმების პროგრამადღის სიახლეებიეკონომიკაფინანსები

საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში წლიურად 236.2 ლარით გაიზარდა

0
გაზიარება

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობა 2022 წლის მე-2 კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 19.2 პროცენტით გაიზარდა და 41.7 მილიარდი ლარი შეადგინა.

მათივე ცნობით, 2022 წლის მე-2 კვარტალში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 695.2 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 5.4 პროცენტით მეტია. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 42.8 პროცენტი ქალია, ხოლო 57.2 პროცენტი – კაცი.

„დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 42.2 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 20.2 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 37.7 პროცენტი – მცირე ბიზნესზე. საანგარიშო პერიოდში, დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 656.7 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.3 პროცენტით მეტი), ხოლო საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე – 3 267.4 მლნ ლარით განისაზღვრა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 23.4 პროცენტით მეტი).

2022 წლის მე-2 კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 625.8 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია 236.2 ლარით), მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა 1 267 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 168.6 ლარით),“- აღნიშნულია საქსტატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია:

  • მსხვილი ბიზნესი – 1 718.1 ლარი;
  • საშუალო ბიზნესი – 1 920.6 ლარი;
  • მცირე ბიზნესი – 1 320.8 ლარი.

მსგავსი სიახლეები

საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესებიდან მხოლოდ 27% ფუნქციონირებს

საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის 1-ლი აპრილის მდგომარეობით, საქართველოში 995 678 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც აქტიური მხოლოდ 273 745 სუბიექტია. რეგისტრირებული 995 678 კომპანიიდან, 533 099 სუბიექტის საქმიანობა უცნობია,…

ძალაში შევიდა ცვლილება, რომელიც ქიმიოთერაპიის მედიკამენტები სრულად დაფინანსდებას ითვალისწინებს

ძალაში შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც ქიმიოთერაპიასთან, ჰორმონოთერაპიასთან და იმუნოთერაპიასთან დაკავშირებული პროგრამული მედიკამენტები, რომელიც ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვისაა საჭირო, სრულად დაფინანსდება.…

საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე ადგილზეა – Numbeo

2024 წლის აპრილის მდგომარეობით, საქართველო ჯანდაცვის ინდექსით მსოფლის 94 ქვეყანას შორის 79-ე პოზიციაზე აღმოჩნდა. მონაცემებს კლევის პორტალი, Numbeo აქვეყნებს. წინა კვლევასთან შედარებით, რომელიც 2023 წლის შუა პერიოდში…

ევროპის ხუთი უდიდესი სახელმწიფოს რეიტინგი

ევროკავშირი ამ ეტაპზე 27 წევრ სახელმწიფოს აერთიანებს. თითოეული მათგანი ერთმანეთისგან განსხვავებულია, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად და კულტურულად, თუმცა ევროკავშირის ერთიანობას სწორედ მისი წევრების უნიკალურობა…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!