2022 წლის 1-25 აპრილის პერიოდში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდა სტაბილურია და 2021 წელთან შედარებით 44%-ს უტოლდება. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი კაპიტალი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, 1-22 აპრილის პერიოდში, საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა თბილისში წლიურად 25%-ით გაიზარდა.