დღის სიახლეებისიახლეები

საუკეთესო ქვეყნები საპენსიო სისტემის მიხედვით

0
გაზიარება

Mercer CFA Institute Global Pension Index-მა თავისი წლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 44 ქვეყნის საპენსიო სისტემას ასახავს.

საუკეთესო საპენსიო სისტემად 2022 წელს ისლანდია დასახელდა, რომლის საერთო შეფასება A კატეგროიას განაკუთვნეს, ხოლო საერთო ქულების ოდენობა 84.7-ით განისაზღვრა.

ისლანდიას აქვს საჯარო და კერძო სექტორის პენსიების ყველაზე ჯანსაღი ნაზავი. ევროკომისიის მონაცემების მიხედვით, თქვენ უნდა იცხოვროთ ქვეყანაში მინიმუმ 40 წელი ან მეტი, 16-დან 67 წლამდე, რომ სრულად ისარგებლოთ ხანდაზმულობის პენსიით.

საუკეთესო ქვეყნების სია საპენსიო სისტემის მიხედვით, 2022 წლის მონაცემებით ასე გამოიყურება:

  • ისლანდია – 1965 დოლარი
  • ნიდერლანდები – 1270 ევრო
  • ფინეთი – 1845 ევრო
  • დანია – 980 დოლარი
  • ნორვეგია – 1 513 დოლარი
  • შვედეთი – 1,319 დოლარი
  • დიდი ბრიტანეთი – 1588 დოლარი

ევროკომისიის მიხედვით, ჰოლანდიის საპენსიო სისტემა შედგება სამი სვეტისგან: ხანდაზმულთა პენსიების შესახებ კანონი, დამსაქმებლის მიერ დამატებითი პენსიის დარიცხვა და დამატებითი ინდივიდუალური საპენსიო პოლიტიკა. ქვეყანა პენსიონერებს სთავაზობს შესაძლებლობას, მიიღონ ვადამდელი პენსია, როდესაც ისინი 1-3 წლისაა საჯარო საპენსიო ასაკიდან (2022 წელს 67-69 წელი).

 საქართველოში პენსიის ოდენობა განისაზღვრება შესაბამისი წლის „სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით. 2023 წლის 1-ლი იანვრიდან 70 წლამდე ასაკის პენსიონერისათვის სახელმწიფო პენსია განისაზღვრა 295 ლარით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 355 ლარს გაუტოლდა. 70 წლის ან მეტი ასაკის პენსიონერისათვის კი პენსია 365 ლარია, მაღალმთიან რეგიონში მცხოვრებთათვის კი თითქმის 440 ლარი. საპენსიო ასაკი მამაკაცებისთვის 65 წელი, ხოლო ქალებისთვის – 60 წელია.

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!