Adobe-ის მონაცემებით, მადლიერების დღის შემდეგ მთლიანი ონლაინ გაყიდვები წლიური თვალსაზრისით 2.3%-ით გაიზარდა. მასში მთავარი წილი ელექტრონიკას უკავია, რომლის ონლაინ გაყიდვები ოქტომბრის საშუალო მაჩვენებელზე 221%-ით გაიზარდა. კიდევ ერთი პოპულარული კატეგორია სათამაშოებია, რომელმაც ონლაინ გაყიდვებში 285%-იანი წილი დაიკავა, ხოლო სავარჯიშო აღჭურვილობის წილმა 218% შეადგინა-ინფორმაციას CNBC ავრცელებს.
CNBC-ის შეფასებით, მაღალ ფასებისა და ინფლაციის გამო მოქნილი გადახდის სისტემა შავ პარასკევს ბევრი მომხმარებლისთვის მისაღები აღოჩნდა. კერძოდ, „იყიდე ახლა გადაიხადე მოგვიანებით“ სისტემის (Buy Now Pay Later) გადახდები, 19 ნოემბრიდან დაწყებულ კვირასთან შედარებით, 78%-ით გაიზარდა, ხოლო ასეთი გადახდის სისტემის შემოსავალი იმავე პერიოდისთვის 81%-ით გაიზარდა.
წლევანდელი ყველაზე პოპულარული პროდუქტები იყო სათამაშო კონსოლები, დრონები, Apple MacBooks, Dyson-ის პროდუქტები და სათამაშოები, როგორიც არის Fortnite, Roblox, Bluey, Funko Pop! და Disney Encanto. შავი პარასკევის მყიდველებმა, ასევე, მობილური ტელეფონის შესაძენი შეკვეთებით დაამყარეს რეკორდი, რადგან ონლაინ გაყიდვების 48% სმარტფონების წილმა შეადგინა, რაც გასულ წელზე 44%-ით მეტია.ეს რეკორდული დანახარჯები მადლიერების დღის ძლიერ შოპინგს მოჰყვა, რა დროსაც მომხმარებლებმა ყველა დროის ყველაზე მაღალი ოდენობა, 5,29 მლრდ დოლარი დახარჯეს. ეს, წინა წლის მადლიერების დღესთან შედარებით, 2,9%-ით მეტია.
Adobe-ის თანახმად, მომხმარებლები ონლაინ რეჟიმში, როგორც წესი, დღეში 2-დან 3 მლრდ დოლარამდე ხარჯავენ.
წელს კიბერორშაბათი 11,2 მლრდ დოლარის დანახარჯს გამოიწვევს, რაც, წინა წელთან შედარებით, 5,1%-ით მეტია.