საერთაშორისო ბირჟებზე ერთთვიან ჭრილში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 13%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 94 დოლარს აღწევს, WTI-ს ფასი კი 91 დოლარის ფარგლებშია, რაც ერთწლიანი მაქსიმუმია.
ნავთობის გაძვირების პარალელურად საქართველოში გასამართ სადგურებზე საწვავის ფასი ზრდას განაგრძობს. გასულ კვირაში ე.წ. ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის გაძვირების შემდეგ, ფასები მიმდინარე კვირაშიც გაიზარდა.
საწვავის ფასები სხვადასხვა ქსელში:
Socar-ის გასამართი სადგურების ქსელში ბენზინის გარკვეული სახეობების ღირებულება ბოლოს ერთი კვირის განმავლობაში კონკრეტული საწვავის სახეობებზე რამდენჯერმე შეიცვალა. ბოლო ცვლილება 27 სექტემბერს აისახა და დღეისთვის ამ კონკრეტული ბრენდის ქსელში საწვავის ჩასხმა შემდეგ ფასად შეგიძლიათ:
ნანო სუპერი – ₾3.78, გაძვირება – 8 თეთრი;
ნანო პრემიუმი – ₾3.29, ზრდა – 14 თეთრი;
ნანო ევრო რეგულარი – ₾3.07, ზრდა – 14 თეთრი;
ევრო 5 დიზელი – ₾3.24, ზრდა – 10 თეთრი; [ცვლილება 23 სექტემბერი]
ნანო ევრო 5 დიზელი – ₾3.37, ზრდა – 15 თეთრი;
LPG – ₾1.80
CNG ბუნებრივი აირი – ₾1.60
Wissol-ის გასამართი სადგურების ქსელში საწვავის ფასები ბოლო ცვლილება 27 სექტემბერს შეიცვალა და მომხმარებელს საწვავის ჩასხმა ამ ბრენდის სადგურებზე შემდეგ ფასად შეუძლია:
ეკო სუპერი – ₾3.78;
ეკო პრემიუმი – ₾3.32, გაძვირდა – 10 თეთრით;
ეკო დიზელი – ₾3.39, გაძვირდა – 5 თეთრით;
ევრო დიზელი – ₾3.34, გაძვირდა – 5 თეთრით;
ევრო რეგულარი – ₾3.12, გაძვირდა – 15 თეთრით;
დიზელ ენერჯი – ₾3.29, გაძვირდა 5 თეთრით;
Gulf-ის ქსელში საწვავის ღირებულების ბოლო ცვლილება 26 სექტემბერს ფიქსირდება. შედეგად საწვავის ფასები სადგურებზე შემდეგია:
G-Force სუპერი – ₾3.79;
G-Force პრემიუმი – ₾3.37, გაძვირდა 10 თეთრით;
G-Force ევრო რეგულარი – ₾3.17, გაძვირდა 10 თეთრით;
ევრო-რეგულარი – ₾3.07 ლარი, გაძვირდა 10 თეთრით;
G-Force ევრო დიზელი – ₾3.45, გაძვირდა 10 თეთრით;
ევრო დიზელი – ₾3.35, გაძვირდა 10 თეთრით.
უნდა აღინიშნოს, რომ ბრენდული გასამართი სადგურების სხვა ქსელებს, მაგალითად Lukoil-ის, Rompetrol-ის და Portal-ის შემთხვევაში კი გამოქვეყნებული ინფორმაცია დაკვირვების შესაძლებლობას არ იძლევა.
Rompetrol-ს ქსელში საწვავის ღირებულება:
Efix სუპერი – 3.75 ლარი;
Efix ევრო პრემიუმი – 3.20 ლარი;
ევრო რეგულარი – 2.95 ლარი;
Efix ევრო დიზელი – 3.30 ლარი;
ევრო დიზელი – 3.24 ლარი;
Lukoil-ის ბრენდის გასამართი სადგურების ქსელში ბენზინის და დიზელის შეძენა დღეისთვის შემდეგ ფასად შეგეძლებათ:
Super Ecto – ₾4.19;
Premium Avangard – ₾4.00;
Euro Regular – ₾3.72;
Euro Diesel – ₾4.70;
Portal-ის გასამართ სადგურებში კი საწვავის ფასი ასეთია:
Premium – ₾3.39;
Euro Regular – ₾3.15;
Euro Diesel – ₾3.49;
Effect Diesel – ₾3.39;
Diesel – ₾3.19;