საქართველოში დიზელის სიძვირეზე საუბრობს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი, სადაც აცხადებენ,რომ საქართველოში დიზელის სიძვირის გამო, ქართველი გადამზიდავებისთვის ადგილობრივ გასამართ სადგურებში ავზების შევსება არარენტაბელურია და ისინი საწვავს მეზობელ ქვეყნებში ასხამენ.
Globalpetrolprices.com-ის მონაცემების მიხედვით საწვავის ფასი საქართველოსა და მეზობელ ქვეყნებში:
რეგიონში ყველაზე იაფი საწვავი აზერბაიჯანშია, სადაც 1 ლიტრი ბენზინის საშუალო ფასი თებერვალში 0.59 დოლარია (1.56 ლარი), დიზელი კი 0.47 დოლარი (1.25 ლარი) ღირს.
აზერბაიჯანის შემდეგ რუსეთი მოდის. რუსეთში 1 ლიტრი ბენზინის საშუალო ფასი 0.70 დოლარია (1.86 ლარი), დიზელის – 0.79 დოლარი (2.10 ლარი).
სომხეთში რეგულარის ტიპის ბენზინი საშუალოდ 0.85 დოლარი (2.20 – 2.22 ლარი) ღირს, დიზელის საშუალო ფასი კი 1.30 დოლარია (3.44 ლარი).
თურქეთში 1 ლიტრი ბენზინის საშუალო ღირებულება 1.11 დოლარს აღწევს (2.94 ლარი), დიზელის კი 1.13 დოლარს (2.99 ლარი).
13 თებერვლისთვის საქართველოში ბენზინის საშუალო ფასი 1.09 დოლარია (2.88 ლარი), დიზელის კი – 1.39 დოლარი (3.70 ლარი).