დღის სიახლეებისაინტერესო სიახლეებისიახლეები

შესაძლოა კომპანიებს ყოველთვის არ ჰქონდეს შესაძლებლობა ხელფასის მომატების, თუმცა მუდმივად უნდა ზრუნავდნენ თანამშრომელთა ხარჯის შემცირებაზე – ნატალია ფირცხალავა

0
გაზიარება

წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციამ (SGBA) ქვეყნის წამყვან კომპანიებთან ერთად ქართულ ბაზარზე წარმოადგინა HR პროდუქტი, „Success Card“  (წარმატების ბარათი) რომელიც კომპანიაში დასაქმებულთა წახალისებასა და მოტივაციის ზრდას უზრუნველყოფს.

კომპანიებში დასაქმებულთათვის Success Card წარმოადგენს ინოვაციურ პლატფორმას, რომელიც ერთ სივრცეშია ერთიანებს საქართველოში მცირე, საშუალო და მსხვილი ბიზნესების 1 000 -მდე ობიექტში 50% – მდე ფასდაკლებას.

თანამშრომლების წახალისებისა და მოტივაციის გაზრდის მიზნით პროფ. მერაბ დვალი კატარაქტისა და ლაზერული კორექციის ცენტრი „ახალი მზერა“ ერთ-ერთი კომპანიაა, რომელმაც თანამშრომლებს დამატებით ბენეფიტად „Success Card“ საჩუქრად გადასცა.

„ახალი მზერის“ მარკეტინგისა, სოც.მედიისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნატალია ფირცხალავას განცხადებით ძალიან მნიშვნელოვანია „Success Card“ არსებობა, რომლის გამოყენებითაც თანამშრომლები ისარგებლებენ ფასდაკლებებით, ეს შეამცირებს ყოველდღიურ ხარჯებს და დადებითად აისახება მათ ფინანსურ მხარეზე

„მიმაჩნია რომ აღნიშნული ბარათის არსებობა ძალიან მნიშვნელოვანია დღევანდელობაში. ყველა ფასდაკლება, რომელსაც ერთი ბარათი აერთიანებს ძალიან პრაქტიკულია მფლობელისთვის. „Success Card“-ის გამოყენების სიმარტივე ქმნის კომფორტს, ისარგებლო ფასდაკლებებით სასტუმროებში, რესტორნებში, სილამაზის ცენტრებში, აუზებსა და ფიტნეს კლუბებში, ავეჯის მაღაზიებში, სტომატოლოგიური კლინიკებში, ბრენდულ მაღაზიებში, ბავშვთა სპორტულ და კულტურული წრეებში და ა.შ

მქონდა პატივი დავსწრებოდი ბარათის წარდგენას ბიზნესებისთვის გამართულ ღონისძიებაზე, პირველივე წუთებიდან მომეწონა კონცეფცია, იდეა და გუნდი, რომელიც მუშაობს აღნიშნული ბარათის სრულყოფაზე, ზრუნავს ალტერნატიული ობიექტების დამატებასა და სერვისების გაფართოებაზე. ეს საკმაოდ შრომატევადი პროცესია, რაც გუნდს მშვენივრად გამოსდის. აღნიშნული ბარათი წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ერთ-ერთი საუკეთესო პროდუქტია.

„Success Card“ შეგვიმცირებს ყოველდღიურ ხარჯებს, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება ჩვენი კლინიკის თანამშრომელთა ფინანსურ მდგომარეობაზე. ბევრს არ მოუწევს უარის თქმა რიგ სერვისებზე თუ პროდუქციაზე, ვინაიდან ფასდაკლების გათვალისწინებით უფრო ხელმისაწვდომი გახდება“ – ნატალია ფირცხალავა

ინოვაციურ პროდუქტ „Success Card“-ის წარმატება განაპირობა:

  • აერთიანებს 500 -მდე ობიექტს;
  • ფასდაკლებით სარგებლობა შესაძლებელია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში;
  • ფასდაკლება ვრცელდება მომსახურეობის 20 კატეგორიაში;
  • არანაირი სამომავლო დაგროვების პრინციპი, ფასდაკლებები აქ და ახლა!
  • ფასდაკლების მიღება მხოლოდ ბარათის წარდგენით (არანაირი ვაუჩერები)

ნატალია ფირცხალავას თქმით თითოეული თანამშრომლის წვლილი კომპანიის განვითარებაში მნიშვნელოვანია, შესაბამისად კომპანიებმა უნდა დააფასონ და უზრუნველყონ თანამშრომლების ხარჯების შემცირება.

„ თითოეული თანამშრომლის წვლილი კომპანიის განვითარებაში არის მნიშვნელოვანი, ხშირად შეუცვლელიც, სწორედ ეს ადამიანები ყოველდღიური რუტინული შრომით ქმნიან იმ დიდ მექანიზმს, რომელიც უწყვეტად ფუნქციონირებს, შესაბამისად დასაფასებელია თითოეული თანამშრომელი. პროფ. მერაბ დვალის კლინიკა „ახალი მზერას“ ადმინისტრაცია მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების კეთილდღეობაზე. სწორედ აღნიშნული განაპირობებს კადრების გადინების მინიმალურ მაჩვენებელს.

შესაძლოა კომპანიებს ყოველთვის არ ჰქონდეს შესაძლებლობა ხელფასის მომატებისა, თუმცა მუდმივად უნდა ზრუნავდნენ თანამშრომელთა ხარჯის შემცირებაზე. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ მინიმალური წვლილი მაინც შევიტანოთ თითოეული თანამშრომლის კეთილდღეობისთვის. მაგალითად, კლინიკა უფარავს თანამშრომლებს ტრანსპორტით გადაადგილების ღირებულებას და შევიძინეთ მათთვის სამგზავრო ბარათები, რის შედეგად ტრანსპორტირებაში მათ თანხა არ ეხარჯებათ. ახლა კი, გადაწყდა ყველა თანამშრომლისთვის თავად კლინიკამ შეიძინოს ფასდაკლების ბარათი Success Card -ი რაც ასევე დაეხმარებათ თანხების დაზოგვაში“ – ნატალია ფირცხალავა

 

მსგავსი სიახლეები

იანვარ-აგვისტოში საქართველოდან ექსპორტმა 4.2 მლრდ დოლარი, იმპორტმა კი 10.5 მლრდ შეადგინა

2024 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 14.700 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3 პროცენტით მეტია.  მონაცემებს…

აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო – სოციალური მომსახურების სააგენტო

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, აგვისტოში, საარსებო შემწეობა 454 112-მა მოქალაქემ მიიღო. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, მათ შორის, 16 წლამდე ასაკის ბავშვი 244 699-ია. სააგენტოს ცნობით, აგვისტოს თვის…

საქართველოში ქალები მამაკაცებზე 34%-ით ნაკლებ ხელფასს იღებენ – სტატისტიკის სამსახური

2024 წლის მეორე კვარტალში დაქირავებით დასაქმებული ქალების საშუალო ნომინალური ხელფასი 1 590.2 ლარით, ხოლო კაცების - 2 413.5 ლარით განისაზღვრა. ხელფასების წლიურმა ზრდამ ქალებში 153.1 ლარი (10.7%) შეადგინა, ხოლო კაცებში - 251.8…

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს და მისი ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება

UFC-ის საჩემპიონო ქამარი დაახლოებით 330 000 დოლარი ღირს. ქამრის ღირებულება ტიტულის დაცვის რაოდენობის მიხედვით იზრდება და ყოველი დაცვისთვის ძვირფასი ქვა ემატება. საჩემპიონო ქამრის ღირებულება განპირობებულია მისი შექმნისთვის…

10 ყველაზე საშიში პროფესია მსოფლიოში

Tap Root Cause Analysis-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე საშიშ პროფესიად ხე-ტყის მოპოვება ითვლება. აშშ-ს შრომის სტატისტიკის ბიუროს თანახმად, ხე-ტყის მოპოვების სამუშაოების დროს სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველ 100 ათას მუშაზე…

მეტის ჩატვირთვა იტვირთება...პოსტები აღარ მოიძებნა
error: Content is protected !!