წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 15 დეკემბერს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2023 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:
✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;
✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;
✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;
აღნიშნული ღონისძიება 100 კომპანიას უმასპინძლებს.
SGBA Business meeting 2023-ის ოფიციალური მხარდამჭერია, მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტი – ალტერბრიჯი
ალტერბრიჯი – ალტერნატიული სივრცე ქართულ საგანმანათლებლო ბაზარზე, რომელიც წარმოადგენს ხიდს განათლებიდან დასაქმებამდე და კარიერულ წინსვლამდე. სახელწოდება, როგორც ფუნქციური დატვირთვის სიტყვათა შეთანხმება, გამომდინარეობს სასწავლო უნივერსიტეტის მისიიდან და გრძელვადიანი ხედვიდან
ალტერბრიჯი 2018 წელს დაარსდა საკონსულტაციო-სატრენინგო ცენტრ ,,PR აკადემიის” მიერ, რომლის 7 წლიანი წარმატების ისტორია უკავშირდება ზოგადი მენეჯმენტის, სტრატეგიული კომუნიკაციის, ორგანიზაციული კვლევების, ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით კორპორაციული/ ინდივიდუალური ტრენინგებისა და სასწავლო პროგრამების განხორციელებას, მენტორინგისა და საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველყოფას.
ალტერბრიჯის თანამედროვე დიზაინის შენობა განთავსებულია ეკოლოგიურად სუფთა გარემოში, აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნათა შესაბამისი ინფრასტრუქტურით, რაც უზრუნველყოფს ხელსაყრელ პირობებს ინოვაციური მიდგომებით სწავლების, სამეცნიერო-შემოქმედებითი კვლევისა და პიროვნული თუ პროფესიული ზრდა-განვითარებისათვის.
სასწავლო უნივერსიტეტის მისიაა მისცეს ადამიანებს პიროვენული და პროფესიული თვითრეალიზების ახალი შესაძლებლობები, რისთვისაც ქმნის კვლევისა და ცოდნის მიღების ხელმისაწვდომ პირობებს, აყალიბებს საერთაშორისო პლატფორმას განათლებისა და შრომის ბაზრის ურთიერთქმედებისთვის, ხელს უწყობს ქვეყანაში საზოგადოებრივი ურთიერთობების გაუმჯობესებას.
ღირებულებები:
- პროფესიონალიზმი
- ურთიერთნდობა და გუნდურობა
- საჯაროობა და გამჭვირვალობა
- ეთიკა და სამართლიანობა
- კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა და პატრიოტიზმი
- აკადემიური თავისუფლება
- უწყვეტი განვითარება