წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 15 დეკემბერს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2023 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:
✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;
✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;
✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;
აღნიშნული ღონისძიება 100 კომპანიას უმასპინძლებს.
SGBA Business meeting 2023-ის პარტნიორია, ესთეტიკის ცენტრი -Millennium Aesthetic
ესთეტიკის ცენტრი -Millennium Aesthetic უკვე 6 წელია, რაც ქართველი და უცხოელი მომხმარებელის სილამაზის სადარაჯოზე დგას. ამ დროის მანძილზე უამრავი პოტენციური მომხმარებელი-ერთგულ მომხმარებლად დარჩა.
Millennium Aesthetic-ს ხელმძღვანელობს სალომე კუპატაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ მილენიუმის მთავარი უპირატესობა მომხარებლის პრობლემის სწორად განსაზღვრა და მათ საჭიროებაზე შესაბამისი პროცედურის სწორი შერჩევაა, რამაც განაპირობა ერთგული მომხმარებლების დიდი რაოდენობით მოპოვება.
Millennium Aesthetic-ში შეგიძლიათ ისარგებლოთ პროცედურებით :
ბიორევიტალიზაცია; პლაზმოთერაპია; ფილერები; ბოტულინოთერაპია; მეზოთერაპია; ლიპოლიტიკი და ა.შ. ასევე 2023 წლის ლაზარული ეპილაციის სამსხივიანი აპარატითა და ცხიმის მოყინვის პროცედურით -კრიოლიპოლიზით.
2024 წლიდან Millennium Aesthetic თავის მომხმარებლებს ბევრ სიახლეს ჰპირდება, მათ შორის ცივი პლაზმის და ჰიდრაფეიშელის აპარატურით მომსახურეობას.
ესთეტიკის ცენტრ მილენიუმში მხოლოდ და მხოლოდ სერთიფიცირებული პრეპარატები გამოიყენება!
Beauty is not a luxury, it is a necessity