წარმატებული ქართული ბიზნესის ასოციაციის (SGBA) ორგანიზებით 15 დეკემბერს Chateau De Vere შატო დე ვერე-ში Business meeting 2023 გაიმართება, რომლის მიზანიც არის:
✔️ასოციაციის წევრ კომპანიებს შორის თანამშრომლობისა და ურთიერთობების გაღრმავება;
✔️ინოვაციური და საინტერესო ბიზნეს პროექტების, ინიციატივებისა და პროდუქტების პოპულარიზაცია;
✔️ბიზნესისთვის საინტერესო პროექტებისა და საჭიროებების განხილვა, ახალი ინიციატივების ინიცირება და სხვადასხვა სახის ურთიერთმხარდამჭერი ღონისძიებების დაგეგმვა, როგორიცაა სტრატეგიული კომუნიკაციები, გაყიდვები, მარკეტინგი;
აღნიშნული ღონისძიება 100 კომპანიას უმასპინძლებს.
SGBA Business meeting 2023-ის პარტნიორია სარეკლამო სააგენტო – Lemons.ge
Lemons.ge გთავაზობთ :
- PR ᲓᲐ ᲛᲐᲠᲙᲔᲢᲘᲜᲒᲘ
- DIGITAL ᲛᲐᲠᲙᲔᲢᲘᲜᲒᲘ
- ᲡᲐᲮᲔᲚᲘᲡ ᲨᲔᲥᲛᲜᲐ ᲓᲐ ᲑᲠᲔᲜᲓᲘᲠᲔᲑᲐ
- ᲕᲔᲑ ᲒᲕᲔᲠᲓᲘᲡ ᲨᲔᲥᲛᲜᲐ
- GOOGLE ADS ᲓᲐ SEO ᲝᲞᲢᲘᲛᲘᲖᲐᲪᲘᲐ
- ᲙᲝᲜᲢᲔᲜᲢᲘᲡ ᲨᲔᲥᲛᲜᲐ ᲓᲐ ᲑᲚᲝᲒᲘᲡ ᲬᲐᲠᲛᲝᲔᲑᲐ
- ᲐᲣᲗᲡᲝᲠᲡᲘᲜᲒᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲧᲘᲓᲕᲔᲑᲘᲡ ᲛᲐᲠᲗᲕᲐ
- ᲪᲮᲔᲚᲘ ᲮᲐᲖᲘᲡ ᲓᲐᲜᲔᲠᲒᲕᲐ ᲓᲐ ᲛᲐᲠᲗᲕᲐ
ლემონსი არის გუნდი, სადაც თქვენთვის ფიქრობენ, მსჯელობენ და თქვენს წარმატებას ქმნიან პროფესიონალი დეველოპერები, პროგრამისტები, დიზაინერები, კვლევის, მარკეტინგისა და პიარის სპეციალისტები.
“ხშირად გვეკითხებიან, რატომ ჰქვია ჩვენს კომპანიას ,,ლემონსი’’, ამბავი საინტერესოა და არასოდეს დავიღლებით ამ საოცარი ისტორიის მოყოლით. ჩვენი უამრავი დამკვეთისთვის ,,ლემონსი’’ გუნდის ხელმძღვანელის გვართან, მელიმონაძესთან, ასოცირდება. სინამდვილეში, სახელწოდება სიტყვა ,,ლიმონს’’ უკავშირდება – ლიმონი ხომ სიჯანსაღის, კვლავ განახლების, გაცოცხლების და სასიამოვნოდ დავლილი ჟრუანტელის სიმბოლოა!
ლემონსის ისტორია 2009 წელს დაიწყო და დაიწყო იმიტომ, რომ იდეებისთვის განხორციელების და ადამიანებისთვის წარმატების შესაძლებლობები მიეცა. თუმცა, ლემონსის დაბადების დღე 2011 წლის 23 დეკემბერია, როცა ბევრი ფიქრის, მსჯელობისა და აზრთა შეჯერების შედეგად შეირჩა გუნდის სახელი – ,,ლემონსი’’ და დაფუძნდა კომპანია.
ჩვენთან თანამშრომლობის ყველაზე დიდი უპირატესობა ,,ლემონსის’’ უდიდესი რესურსია: მრავალფეროვანი სარეკლამო არხები, ტექნიკური შესაძლებლობები და პროფესიონალთა გუნდი, რომელიც ამ რესურსს ოპტიმალურად იყენებს.
ლიმონი უნიკალური თვისებებით გამოირჩევა. ამ სიტყვის წარმოთქმისთანავე ადამიანების უმრავლესობა გამოყოფს ნერწყვს – ჩვენც ვიფიქრეთ, უფრო მეტად დაგვიმახსოვრებდნენ. კიდევ უფრო გამყარდა”ლემონსის” კონცეფცია, როდესაც გავიხსენეთ, რომ მაგალითად, ერთი მილიონი ხშირად მოიხსენიება, როგორც ერთი ლიმონი. შესაბამისად, ჯანსაღი პროდუქტის, ნერწყვის გამოყოფის სინდრომისა და მილიონების ხათრით, ოცამდე ალტერნატივიდან სახელწოდება ,,ლემონსმა’’ გაიმარჯვა! ” – ირა მელიმონაძე